საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს სოციალურად მდგრადი საზოგადოების შექმნას, ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო მასებში.

ორგანიზაცია დაარსდა 1989 წელს. ორგანიზაციამ გაირა რეგისტრაციები 1990 1995 და 1998 წლებში. ბოლო რეგისტრაცია გაიარა დიდუბის რაიონის სასამართლოში 25.12.98წ. რეგისტრაციის ნომერი: 2/9-61.

1991 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის საერთაშორისო ორგანიზაციის “დედამიწის მეგობრები”-ს, ასოცირებული წევრი ხოლო 1993 წლიდან სრულუფლებიანი წევრი და წარმოადგენს “დედამიწის მეგობრები” საქართველოში.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს გარემოსდაცვით ორგანიზაციას საქართველოში. მას გააჩნია თემატური ჯგუფები და წარმომადგენლობა საქართველოს 41 რაიონში. ფუნქციონორებს ექსპერტთა საბჭო(ეკოლოგიური ასოციაცია), რომელიც მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ეკოლოგიურ საქმიანობას.

ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პრინციპებია

  • მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, სამოდელო პროექტების განხორციელება;
  • ლობირება;
  • ეკო-ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის ფართო მასებში.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად და გააჩნია ქვეყნის სხავადასხვა ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.

საქრთველოს მწვანეთა მოძრაობის თემატური ჯგუფები და მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • ბიოუსაფრთხოება და სუფთა საკვები
  • ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგი
  • მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება
  • პროექტების უსაფრთხოება
  • ნარჩენების მართვა
  • მდგრადი ტურიზმი
  • ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა
  • მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა
  • მდგრადი ენერგეტიკა
  • ლანდშაფტური არქიტექტურა