წყლის დაზოგვის კამპანია სამხრეთ ოსეთში “წარსულიდან მომავალში”

პროექტი: წყლის დაზოგვის კამპანია სამხრეთ ოსეთში “წარსულიდან მომავალში”.
განხორციელების დრო: 1999 წელი.
დონორი ორგანიზაცია: Hilfswerk Austria.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • “სამხრეთ ოსეთში” ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გაძლიერება სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების მიზნით;
  • “სამხრეთ ოსეთში” ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • საზოგადოების სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაზრდა;
  • ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლება წყლის დაზოგვის საკითხებზე;
  • სასმელი წყლის დაცვის იდეის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში;
  • გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა დაწყებით სკოლებში_ ეკოგაკვეთილების ციკლის მოწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები:
  • მომზადდა და დაიბეჭდა ლიფლეტი, პლაკატი და გაზეთი ქართულ და რუსულ ენებზე;
  • მომზადდა საინფორმაციო პაკეტი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სასმელი წყლის დაზოგვის პრობლემებთან დაკავშირებით;
  • მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  • ჩატარდა სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზაციების მონაწილეობით;
  • მოეწყო სემინარი ადგილობრივი პედაგოგებისათვის გარემოსდაცვითი განათლების მეთოდებთან დაკავშირებით დევზით”მომავლის ხედვა”;
  • ჩატარდა ეკოგაკვეთილები ადგილობრივ სკოლებში;
  • მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავრცელდა საინფორმაციო ლიფლეტები, პლაკატები და გაზეთი.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*