საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია საქართველოს შავი ზღვისპირა ზონაში

პროექტი: საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია საქართველოს შავი ზღვისპირა ზონაში;
განხორციელების დრო: 2001-2002
დონორი ორგანიზაცია:  საბერძნეთის მთავრობა
პარტნიორი ორგანიზაცია:  “დედამიწის მეგობრები- საბერძნეთი”;
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • საქართველოს შავი ზღვის რეგიონის წყლის რესურსების დაბინძურებს შემცირების სტრატეგიების შემუშავება;
  • ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავება იმ პროცესთა მართვისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰიდროლოგიურ ციკლსა და წყლის ხარისხზე;
  • ყურადღების გამახვილება წყლის მოხმარების, ურბანული და ტოქსიკური ნარჩენების მართვასა, ნიადაგის დაცვასა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე;
  •  სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გამოყენების შემცირებაზე;
  • სამომავლო ქმედებებზე დაინტერესებულ მხარეებს შორის “ერთიანი აზრის” ჩამოყალიბება.
პროექტის საქმიანობა და შედეგები:
  • ჩატარდა ურბანული და ტოქსიკური ნარჩენების სპეციალური კვლევა
კვლევა მოიცავდა ინფორმაციის მოგროვებას საქრთველოს შავი ზღვის რეგიონში წყლის ურბანული და ტოქსიკური დაბინძურების ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.
ჩამოყალიბდა ევროკავშირის პრიორიტეტების შესაბამისი რეკომენდაციები. წყლის მართვის საკითხებთან დაკავშირებით
  • ჩატარდა კვლევა_ ბიომრავალფეროვნება, როგორც სასოფლო-სამეურნეო სფეროში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირების ფაქტორი;
კვლევისას შესწავლილ იქნა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათი გავლენა წყლის ხარისხზე.
კვლევის საფუძველზე შეიქმნა ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ანალიტიკური რეესტრი. აღიწერა ის პროცესები, რომლებიც თან სდევს ადგილობრივი სახეობების უცხოურით ჩანაცვლებას. გაკეთდა დასკვნები და რეკომენდაციები.
  • მომზადდა გენერალური დიაგნოსტიკური ანგარიში;
კვლევების შედეგად შეიქმნა საფუძვლიანი რეკომენდაციები, რომლებიც ორიენტირებულ არიან მდგრადი აგრობიომეურნეობის განვითარებაზე, რაც თავისთავად წარმოადგენს წყლის რესურსების დაბინძურების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რეკომენდაციები თავმოყრილ იქნა გენერალურ დიაგნოსტიკურ ანგარიშში, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს.
  • ჩატარდა შემაჯამებელი სემინარი ;
ჩატარდა 2 დღიანი სემინარი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  საბერძნეთიდან და საქართველოდან კონსულტანტებისა და საბერძნეთის საელჩოსწარმომადგენლების მონაწილეობით.
შესრულებული სამუშაოები და რეკომენდაციები შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგია შავი ზღვის დაცვის საქმეში.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*