ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის – 2 თებერვლისადმი მიძღვნილი სემინარების მოწყობა ქალაქებში: ფოთი, ლანჩხუთი და სენაკი

განხორციელებული/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/პროექტები
პროექტი:  ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის – 2 თებერვლისადმი მიძღვნილი სემინარების მოწყობა ქალაქებში: ფოთი, ლანჩხუთი და სენაკი.
დონორი ორგანიზაციები: საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი.
განხორციელების დრო:  2006
პროექტის მიზანი და ამოცანები:  პროექტის მიმართული იყო მოსახლეობის ფართო მასების ცნობიერების ამაღლებისაკენ ჭაობების შესახებ და მიმდინარეობდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად.
  • კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების, მათი ფუნქციების, მნიშვნელობისა და დაცვის შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • რამსარის კონვენციის პროპაგანდა;
  • საზოგადოებრივი მოძრაობის გაძლიერება კოლხეთის დაბლობში კოლხეთის დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად;
  • ადგილობრივი საზოგადოებისათვის (მოზარდები) სემინარების ორგანიზება;
  • მოსახლეობის ფართო მასებში ჭაობების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანზაციებთან.
განხორციელებული საქმიანობები:
ჩატარდა სემინარები ქ. ფოთის, ქ. სენაკის და ლანჩხუთის რაიონის სკოლებში თემაზე: “საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, მათი მნიშვნელობა და პრობლემები”. სემინარები მიეძღვნა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს – 2 თებერვალს. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ ლიფლეტები და რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ მოწოდებული მასალები. შეხვედრებზე გამოყენებულ იქნა სწავლების ინტერაქტიული მეთოდები. სემინარების მუშაობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები.
პუბლიკაციები:
  • მომზადდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პაკეტი;
  • დაიბეჭდა ლიფლეტი.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*