დედოფლისწყაროში საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების შესაძლებლობათა გაძლიერება და მუდმივმოქმედი გარემოსდაცვითი წრეების ორგანიზება.

განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/პროექტები
პროექტი: დედოფლისწყაროში საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების შესაძლებლობათა გაძლიერება და მუდმივმოქმედი გარემოსდაცვითი წრეების ორგანიზება.
დონორი ორგანიზაციები:  WECF-კავკასიის წარმომადგენლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით:
განხორციელების დრო: 2007 წელი.
პროექტის მიზანი: დედოფლისწყაროს რეგიონის მასწავლებლებისათვის გარემოსდაცვით საკითხებში სპეციალური ტრენინგების ორგანიზების გზით რეგიონის მოზარდი თაობის ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა და მათი ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.
პროექტის ამოცანები:
– დედოფლისწყაროს სკოლებში მუდმივმოქმედი და აქტიური ეკოლოგიური წრეების ჩამოყალიბება;
– დედოფლისწყაროს რეგიონის მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით;
– დედოფლისწყაროს სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინათა მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება;
– სპეციალური საგანმანათლებლო და მეთოდური ლიტერატურის მომზადება და გავრცელება.
შედეგები:
  • დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებელთათვის მომზადდა  ტრენინგის პროგრამა;
  • მომზადდა და დაიბეჭდა საგანმანათლებლო-მეთოდური პაკეტი, რომელმაც საფუძველი შეუქმნა რეგიონის სკოლებში ეკოლოგიური ბიბლიოთეკების ჩამოყალიბებას. იგი მოიცავს:
    – ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა;
    – საქართველოს ტყეები;
    – გენმოდიფიცირეული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება;
    – ეროვნული პარკები და ნაკრძალები;
    – კლიმატის ცვლილება;
    – ენერგიის განახლებადი წყაროები;
    – წყალი და წყლის რესურსები;
    – ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა;
    – ნარჩენების მართვა.
  • მნიშვნელოვნად გაძლიერდა დედოფლისწყაროს რეგიონის მასწავლებელთა შესაძლებლობები გარემოსდაცვითი კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში;
  • ხელი შეეწყო დედოფლისწყაროს მოზარდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში;
  • საგანმანათლებლო-მეთოდური პაკეტი და სატრენინგო კურსი გამოსადეგია სხვა რეგიონებში ანალოგიური ღონისძიებების განხორციელებისთვისაც.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*