ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის

განხორციელებული/მდგრადი ენერგეტიკა/პროექტები
პროექტის სახელი: ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის
დონორი ორგანიზაცია:  ევროკავშირი
განხორციელების დრო: 1/02/2010 – 1/07/2011
პარტნიორები:
WECF – ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის;
საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”;
 „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“;
„საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი“.
პროექტის ლოკაცია:
  • სამეგრელო – აბაშისა და ხობის რაიონები;
  • იმერეთი – ხონის რაიონი;
  • მცხეთა-მთანეთი – ქ. მცხეთა;
  • შიდა ქართლი – გორი, ხაშური, კასპი;
  • სამცხე-ჯავახეთი – ახალციხე, ადიგენი, ნინოწმინდა;
  • კახეთი – საგარეჯოს რაიონი.
პროექტი მიზნად ისახავს:
  • განახლებადი და ალტერნატიული ენერგო-ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობას;
  • ეკო-სანიტარიისა და უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე ხელშეწყობას;
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული პირების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას;
  • მოსახლეობის შეჭირვებული ფენებისათვის საკუთარი შემოსავლების გენერირებისა და მცირე საოჯახო ბიზნესების განვითარებაზე ხელშეწყობას;
  • მდგრადი სოფლის-მეურნეობის განვითარებაზე ხელშეწყობას.
 შედეგები:
  • განხორციელდება 5 რეგიონის შესწავლა მათი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.
  • ჩატარდა 15 შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციებისათვის;
  • რაიონის მუნიციპალიტეტებში 14 ლოკაციაზე ჩატარდა 24 შეხვედრა;
  • გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნა 5 ადგილობრივი რესურს-ცენტრი, რომელიც აწარმოებს მზის კოლექტორებს;
  • 3 რესურს-ცენტრი აწარმოებს სხვადასხვა სახის ეკო-ტუალეტებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მათ მშენებლობასა და მოვლაზე. განხორციელდა 2 სასკოლო და 10 საოჯახო ეკოტუალეტის მშენებლობა.
  • პარტნიორ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ 3-დღიანი ტრენინგი EREA/PERERA-ს მეთოდით თემის მობილიზაციაზე.
  • 60 ადამიანი გაიწვრთნა RSDI რესურს ცენტრში ალტერნატიულ ენერგიებზე – ჩატარდა 6 ტრენინგი
  • ალტერნატიული ენერგიების დანერგვის შესალებლობებზე ჩატარდა 68 სემინარი და სამუშაო შეხვედრა.
  • 6 წყლის უსაფრთხოების გეგმა განხორციელდება 6 სკოლაში.
  • 28 ოჯახმა გაიუმჯობესა ცხოვრების დონეს.
  • სოფლებში მოეწყო 10 საკომპოსტე.
  • დაარსდა 5 მცირე ბიზნეს ცენტრის საქართველოს 5 რეგიონში.
  • აღმოსავლეთ საქ-ში შეიქმნა ალტერნატიული ტექნოლოგიების (მზის კოლექტორების, საჩირეების და სხვ) 1-სემი-ინდუსტრიული საწარმო
  • შეიქმნა 4 მცირე საწარმო, სადაც მზადდება ეკო-ტუალეტები, მზის კოლექტორები და საჩირეები.
  • 6 თემში ჩატარდება წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
  • მომზადდა 2 ეროვნული და 5 რეგიონალუ01რი სატელევიზიო გადაცემა, მოხდა 11 საგაზეთო სტატიის დაბეჭდვა და 8 მედია ღონისძიების ორგანიზება.
  • ჩატარდა 1 მაღალი დონის კონფერენცია, სადაც მოწვეული იყვნენ სამთავრობო უწყებებიდან (დაახ. 70 ადამიანი) დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მომზადდა 2 რეკომენდაცია განახლებად ენერგიასა და სანიტარიასთან დაკავშირებით.
გამოცემები და პუბლიკაციები:
  • „მზის კოლექტორების მშენებლობა საოჯახო პირობებში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის“;
  • „მზის ხილისა და ბოსტნეულის საშრობების მშენებლობა“;
  • „მზის კოლექტორების მშენებლობა, მონტაჟი და გამოყენება“;
  • „წყლის უსაფრთხოების გეგმის სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისათვის“ (თარგმანი);
  • „უსაფრთხო სანიტარიის სახელმძღვანელო (WECF-ის გამოცემის თარგმანი)
  • „განახლებადი ენერგიების გამოყენება საქართველოში“;
  • „უსაფრთხო სანიტარია საქართველოში“ – მშრალი ტიპის ტუალეტების გამოცდილებით;
  • „უსაფრთხო სანიტარიის განვითარების ხელშეწყობა“;
  • „ჩალის შენობის მშენებლობა და ენერგო-ეფექტური შენობები“;
  • „ალტერნატიული ტექნოლოგიები და მათი დეცენტრალიზებული განვითარება სოფლად“;
  • პოსტერი, რომელიც ასახავს ნიმუშს სოფლის მდგრად განვითარებაზე;
  •  რესურს-ცენტრების საქმიანობების ამსახველი 4 სხვადასხვა ლიფლეტი.

 

http://www.wecf.eu/english/articles/2011/01/rcda-georgiacentre.php

http://www.wecf.eu/english/about-wecf/issues-projects/projects/ela/ela.php.

http://www.wecf.eu/english/about-wecf/issues-projects/projects/reducing_hazardouschemicals.php

http://www.wecf.eu/english/articles/2010/08/Training_on_construction_of_solar_collectors_and_fruit_dryers.php

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*