გარემო და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – წყლის რესურსებზე ფოკუსირებით

განხორციელებული/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/პროექტები
პროექტის სათაური: „გარემო და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – წყლის რესურსებზე ფოკუსირებით“

დონორები: შვეიცარიის ფედერალური საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, ბერნის უნივერსიატეტის გარემოსა და განვითარების ცენტრი (გგც).
პროექტის შესრულების ვადები: 01/02/2010 – 01/07/2011
პროექტის შესრულების ადგილი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – სოფ. ჰერეთისკარი.
პროექტის მიზანი:
  • საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო სოფლების დაახლოვებასა და თანამშრომლობას წყლის რესურსების დაცვისა და სწორი მართვის საკითხებში;
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხო წყლისა და სანიტარიის საკითხებში;
  • ტრანსსასაზღვრო მდინარე ალაზნის დაბინძურების შემცირებაზე ხელშეწყობას;
  • ხე-ტყის ჭრის შემცირებას მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში;
  • წყლის რესურსების უსაფრთხოების მიღწევას;
  • სასმელი წყლის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე ხელშეწყობას
პროექტის პარტნიორები:  ადგილობრივი სათემო კავშირი “ჰერეთი”
პროექტის ლოკაცია: სოფელი ჰერეთისკარი.
საქმიანობა:
  • ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრთან დაკავშირებით ყველა მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიმოხილვა;
  • სოფელი ჰერეთისკარის საწყისი სიტუაციის შესწავლა (სოციოლოგიური კვლევა);
  • მდინარე ალაზნის გეო-ეკოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვა;
  • სასწავლო -საგანმანათლებლო სემინარის ორგანიზება;
  • მიკრო პროექტების განხორციელება.
გადაიჭრა შემდეგი სახის  პრობლემები:
  • გაიწმინდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული 1400 სიგრძის საწრეტი არხი, იგი დაუკავშირდა მდ. ალაზან,ს რამაც შესაძლებელი გახადა ხელოვნურად შექმნილი ჭაობის ამოშრობა.;
  • აშენდა მშრალი ტიპის ეკოტუალეტები;
  • საწრეტი არხების გასწვრივ, მოსახლეობის მოთხოვნით, გაშენდა პაულოვნიის ხეივანი.
    პროექტის შედეგები:
  • შედგა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა;
  • ცნობიერება აუმაღლდა ადგილობრივ მოსახლეობას წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით;
  • ხელი შეეწყო საზოგადოების ჩართულობას პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში;
  • დაინერგა ახალი, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად;
  • გამოიცა ბროშურა: “ჰერეთისკარის პრობლემისა და გადაჭრის გზების შესახებ”.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*