პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გენდერულად მგრძნობიარე ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის“

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემას”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს, საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრისა და ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF), განახორციელეს ერთობლივი პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გენდერულად მგრძნობიარე ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის“.

პროექტი ითვალისწინებდა მოსამზადებელი სამუშაობის წარმოებას კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაზე დაბლნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასასვლელად, დაინტერესებულ მხარეებთან ერთობლივად NAMA-ს (ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები) გეგმის შემუშავებას – მზის წყალგამაცხელებელი მოწყობილობისა და ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვისათვის ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადვოკატირებისათვის საჭირო პოლიტიკის განხორციელებას, ნიადაგის მომზადებას სოფლად მაცხოვრებელი ოჯახების, მცირე და საშუალო მეწამეებისათვის მზის წყალგამაცხელებელი მოწყობილობებისა და ენერგოეფექტური ღუმელების დასამონტაჟებლად (10,000 ერთეული) ადვილად ხელმისაწვდომი ინვესტიციების დანერგვით;  MVR (საზომი, ანგარიშგება და შემოწმების) მექანიზმების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გააუმჯობესებას, ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლებითა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობით.

პროექტის მიმდიანრეობის ფარგლებში შედგა შეხვედრები დაბლნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობისათვის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან საქართველოს 5 სამიზნე რეგიონში. მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, ტექნიკური, ფინანსური და სხვა შესაძლებლობების გაძლიერების, NAMA-ს განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასებისათვის. მომზადდა და მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო შინაარსის ლიფლეტები და ბროშურები NAMA-ს შესახებ.

საქართველოში NAMA-ს განმახორციელებელმა ჯგუფმა, ექსპერტებთან ერთად (ექსპერტები გერმანიიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან) შეადგინა ტექნიკური, ფინანსური და მონიტორინგის მონაცემთა ბაზა, უკვე განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით, 10000 მზის წყალგამაცხელებელი მოწყობილობისა  და 10000 ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებისათვის.

პროექტის ფარგლებში  შეგროვდა და მომზადდა მონაცემთა ბაზა, რომელზე დაყდნობითაც დღეის მონაცემებით არსებობს 10000 ხელმოწერა ოჯახებიდან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მზის წყალგამათბობელი მოწყობილობის და  ენერგოეფექტური ღუმელის მიღების.

შედგა შეხვედრები და გაიმართა დისკუსიები ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ასევე გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან. ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ NAMA-ს ლობირების საკითხებზე საქართველოს დელეგაციასთან ერთად UNFCCC ღონისძიებებში.

ამ ეტაპისათვის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის ფარგლებში დაყენდა 50 მზით წყალგამაცხელებელი მოწყობილობა და დამზადდა 50 ენერგოეფექტური ღუმელი.

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გენდერულად მგრძნობიარე ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*