შეხვედრა ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან

in Uncategorized by

პროექტის „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ მიმდინარეობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო შედგა სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს პირველ პირებთან, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგელნელბთან.

შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იმ ერთობლივი ღონისძიებებისა და საქმიანობების შესახებ, რომელსაც პროექტის მიმდინარეობა ითვალსიწინებს. პროექტის მიზანია გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაზე ხელშეწყობა, რეგიონში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი კუთხით და ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი იყო მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მოსამზადებელი ფაზების შესახებ, საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხებზე, მსოფლიო გამოცდილებაზე და დანერგილ სიახლეებზე, ასევე იმ ვალდებულებაზე რომელიც „საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის“ მუხლი 13 მიხედვით აქვს განსაზღვრული მუნიციპალიტეტებს, რომლის მიხედვითაც თითოეული მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა.
შეხვედრის დასასრულს ადგილობრივ ხელისუფლებასან შეთანხმებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაინიშნა მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროექტის მენეჯერი, რომელიც უხელმძღვანელებს ადგილზე სამუშაო ჯგუფს და ამავდროულად აქტიურად ითანამშრომლებს პროექტთან.

პროექტი „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) ფინანსური მხარდაჭრით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*