შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან

in Uncategorized by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის ჯგუფის ინიციატივით, პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, ჩატარდა საგანმანათლებლო სემინარი ხობის მუნიციპალიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან. რომელსაც რეგიონში ორგანიზება გაუწია ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივმა კოორდინატორმა.

შეხვედრაზე პედაგოგების მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, ასევე ზოგადად ბიომრავალფეროვნების კუთხით საქართველოში მიმდინარე საკითხებზე. საუბარი იყო ბიომრავალფეროვნების სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას რაც პედაგოგების მხრიდან დაისვა. სამომავლოდ, დაიგეგმა ბიომრავალფერვნების მიმართულებით სკოლებში ჩასატარებელი აქტივობები, პედაგოგებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი და სურვილი აქტიურად ჩაერთონ პროექტის საგანმანათლებლო ნაწილში და იმუშაონ სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. აღნიშნეს, რომ მათთვის სემინარის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენდა სიახლეს და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*