დაუფთავების აქცია სენაკში

in Uncategorized by

29 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს სენაკის რეგიონალური ორგანიზატორის ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.

დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა რკინიგზის 6 კმ ზოლი. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები და პარკები. შეგროვდა 3 ტ. ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე. აქციაში მონაწილეობა მიიღო 130-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*