სამტრედიაში მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები ჩატარდა

in Uncategorized by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის წარმომადგენლებმა.

დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო „დედამიწის დღის“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ცენტრალური უბნები, სოფელ დიდი ჯიხაიშის ცენტრი. დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგრიოვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დასუფთავების აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*