ნარჩენების მართვის ხუთწლიანი მუნიციპალური გეგმა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია.

პროექტი მიზნად ისახავდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმის შემუშავებას; გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით; ადგილობრივი საზოგადოების გააქტიურებასა და ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

ხუთწლიანი გეგმის მომზადების მიზნით, თითოეულ  მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და დაინიშნა პროექტის ადგილობრივი მენეჯერები, რომლებსაც გეგმის მომზადებაში ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მხრიდან.

კონფერენციაში მონაწილეობდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ჭავჭანიძე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტი „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ გურიის რეგიონში განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) ფინანსური მხარდაჭრით.

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*