„ჯანსაღი გარემო-ჯანმრთელი მომავალი“

in სიახლეები by

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ – ფარგლებში ქ. ზუდგიდში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, სახელწოდებით – „ჯანსაღი გარემო-ჯანმრთელი მომავალი“, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მეცნიერისა და ბოტანიკოსის ალექსანდრე მაყაშვილის ხსოვნას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერთიფიკატით და ეკობანაკის საგზურით.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*