დასუფთავების აქცია ბორჯომში

in სიახლეები by

5 ივნისს, ქ. ბორჯომში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 0,5 ჰა ფართობი. შეგროვდა 10 ტომარა ნარჩენი, მონაწილოება მიიღო 30-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ქ. ბორჯომში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*