დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის დღეს დმანისში

in სიახლეები by

6 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს დმანისის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით  ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფელ დიდი დმანისიდან დმანისის მუნიციპალიტეტამდე არსებული ტერიტორია, დაახლოებით 5 ჰა ფართობი, შეგროვდა 4 მ3 ნარჩენი. მონაწილება მიიღო 80 ადამიანმა.

დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*