სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, ქ. ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი.

სემინარზე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ასევე ბიომრავლფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

პროექტი ხორციელდება სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში და მისი მიზანია მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობა, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ამ ეტაპისათვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა. მათ შორის, ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისათვის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმათველობის რესურსცენტრების წარმომადგენლებისათვის, სკოლების პედაგოგებისათვის და მოსწავლეებისათვის, ასევე მოსახლეობისათვის საგანმანათლებლო შინაარსის სემინარები და შეხვედრები. საჯარო სკოლებში შეიქმნა საკონსერვაციო ბაღები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეირჩა და გაშენდა ქარსაცავი ზოლები, მოხდა რეგიონში შერჩეული დეგრადირებული ტყის აღდგენაზე ხელშეწყობა, საძოვრების მდგრადი მართვის მიზნით დაინერგა  ნაკვეთმონაცვლეობითი ძოვების მოდელი და პირველად ამოქმედდა „ელექტრომწყემსის“ მოწყობილობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, მოეწყო სასკოლო ოლიმპიადები, კონფერენციები და  ეკო-ბანაკი მოსწავლეებისათვის და ა.შ.

მედია სემინარი საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ სემინარის მიმდინარეობაში და დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები. ჟურნალისტების მხრიდან აღინიშნა, რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული, რადგან საშუალება ქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე. პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მათი მხრიდან დაისვა.

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველო, შვეიცარული ორგანიზაცია Pro-Natura, დედამიწის მეგობრები შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*