საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ადგილობრივი თემების მონაწილეობის შეფასება და ამ საქმეში მათი უფლებებისა და როლის ამაღლების ხელშეწყობა

in სიახლეები by

2016-2017 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ და ასოციაცია „ძელქვა“, გლობალური სატყეო კოალიციის დაფინანსების ჩარჩოებში ახორციელებს პროექტს  „საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ადგილობრივი თემების მონაწილეობის შეფასება და ამ საქმეში მათი უფლებებისა და როლის ამაღლების ხელშეწყობა“.

Global Forest Coalition (GFC) შეიქმნა 2000 წელს 19 არასამთავრობო, მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების ორგანიზაციების მიერ. კოალიციის საქმიანობაში, მრავალ მიმართულებას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტყის სამუშაო ჯგუფს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედამიწის ლოკალური ტერიტორიების, ლანშაფტებისა და განსაკუთრებული უბნების დაცვის მრავალფეროვან ორგანიზაციულ და ფუნქციურ სისტემებს შორის  მეტად ეფექტური აღმოჩნდა  ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ თვითორგანიზებული დაცვის სისტემა ICCAs (Indigenous and community conserved areas).

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოვლინდა ტყის უბნები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იცავს და არსებული მასშტაბებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ICCAs მსოფლიო კონსორციუმის შექმნა, რომელიც წარმატებით და მეტად ეფექტურად ფუნქციონირებს.

ეს სისტემა განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონრებს დაბალი და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ასეთ შემთხვევებში, დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის ქმედებები ეყრდნობა ტრადიციებს, წინა თაობების გამოცდილებასა და მიდგომებს.

ცნობილია, რომ ტყის უბნების დაცვის სტრანდარტული მიდგომები, სტრუქტურული და ორგანიზაციული ასპექტები, გარკვეულ კონფლიქტურ სიტაციებს წარმოქმნის მენეჯმენტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. თვით თემების მიერ ტერიტორიების დაცვის შემთხვევაში კი ეს სიტუაცია არ არსებობს და შედეგად ადგილობრივი თემების მიერ ტერტორიების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მიერ სატყო უბნების დაცვის ხარისხს.

ჩვენი პროექტი  სწორედ ასეთი სიტუაციების შეფასებას ეხება და შედეგებიც მეტად საინტერსო და იმედისმომცემი მივიღეთ.

მოკლე პერიოდში გამოვავლინეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ მიმდებარე ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მრავალი ფაქტი (შეგნებულად არ ვასახელებთ, რათა ბრაკონიერებსა და არაკეთილსინდისიერ ბუნების დამცველებს არ ვუბიძგოთ დაცული ტყეების გაჩეხვისაკენ).

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და პროექტის დასრულების შემდეგაც ვაპირებთ აქტიური კონტაქტების შევინარჩუნოთ შიდა ქართლისა და იმერეთის 3 თემთან, ვეხმარებით მათ გაძლიერებასა და დასახული მიზნების შესრულებაში, მოვიპოვებთ მათთვის ინფორმაციას და ვლობირებთ მუნიციპალიტეტის თუ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ადგილობრივი თემებისათვის ნაყოფიერი გამოდგა პროფესიონალების დახმარება, რომლებსაც დავაკავშირეთ მათივე თხოვნის  საფუძველზე.

ადგილობრივ თემებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა მკაცრად ორიენტირებულია ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაზე და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ჩვენი აზრების მათთვის კარნახს თუ თავსმოხვევას.

ივნისის თვეში ჩატარდა ეროვნული კონფერენცია, სადაც თემების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიმდებარე ტყეების მდგომარეობაზე, მათ შენარჩუნებაზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და პოზიციები, დასახეს სამომავლო ამოცანები. გადაწვიტეს, რომ ისინი გააერთიანებენ ძალისხმევას.

ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ადგილობრივი თემები ფიქრობენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუნებრივი გაზისა და სხვა ენერგეტიკული რესურსებით შეშის ჩანაცვლება.

ამ ამოცანის გადაჭრელად მათ მიზნად დაისახეს თავიან სოფლებში ბიომეურნეობების ხელშეწყობა და გაძლიერება. ამ იდეის რეალიზაციაში დახმარების მიზნით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა თემების წარმომადგენელთა სტუმრობა და გამოცდილების გაზიარება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში ბიომეურნე ბატონ ოთარ ფოცხვერაშვილთან. ერთობლივად ვიმსჯელეთ სხვა საკითხებზეც.

შევადგინეთ დროში გაწერილი მოქმედებათა გეგმა და გაერთიანებული ძალებით ვახორციელებთ მას.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*