შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მოსახლეობასთან

in სიახლეები by

17 აგვისტოს, 2017 წ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ იანეთის მოსახლეობასთან პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს რეგიონებში და სოფლებში ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებას.

შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი კორდინატორის მიერ მიეწოდა ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოში ნარჩენების უსისტემოდ განთავსებით. საუბარი იყო ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც აღნიშნული პრობლება უკვე მოგარებულია და რომ მის მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა ის პრობლემები რაც ადგილობრივებს აწუხებს. ითქვა რომ, სოფლის ამბულატორიას სამედიცინო ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ეკო მედიკალ ჯგუფი“-სთან, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ახორციელებს მომსახურეობას; სოფელ იანეთის მესამე უბანში, სოფელ ეწერის მხარეს არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელი, რომელიც გაუსაძლის პირობებს უქმნის მიმდებარედ მცხოვრებლებს; სოფლის ტერიტორიაზე მდ. გუბისწყლის მიდამოებში ხორციელდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რაც ანადგურებს საძოვრებს და ზიანს აყენებს მოსახლეობის სავარგულებს. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“,  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.