შეხვედრა სოფელ დიდი ჯიხაიშის მოსახლეობასთან

in Uncategorized/სიახლეები by

 

 

15 აგვისტოს 2017, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ დიდი ჯიხაიშის ნარჩენების მართვის პროებლემებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადგილობრივმა კოორდინატორმა შეკრებილ საზოაგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტების ვალდებულებებზე და მსოფლიო გამოცდილებაზე ნარჩენების მართვის კუთხით.

შეხვედრამ მოსახლეობაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოებას და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ორგანიზებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*