პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ სამეგრელოს რეგიონში 2015-2016 წწ. განხორციელდა პროექტი „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“. პროექტი წარმოადგენდა 2012–2013 წლებში განხორციელებული საპილოტე პროგრამის გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩატარების გზით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და სენსიტიური უბნების იდენტიფიცირებას.

მიმდინარე წლის სექტემბერში  (18-20) დასრულდა აღნიშნული პროექტის ორწლიანი სამუშაო პერიოდი და მის ფარგლებში ზუდგიდის მუნიციპალიტეტში შედგა შემაჯამებელი შეხვედრა. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეგიონში პროექტის ფარგლებში შერჩეულმა კოორდინატორებმა და პროექტის დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექსპერტებმა.

შეხვედრაზე პროექტის კოორტინატორის მიერ გაკეთდა მოხსენება ჩატარებულ საქმიანობებებზე და პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. პროექტის ესპერტების მიერ გაკეთდა მოხსენებები მათ მიერ შესულებული სამიანობების შესახებ

პროექტი ითვალისწინებდა სამეგრელოს 7 რაიონის 21 სამიზნე თემში მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვითა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური აქტივობები, მათ შორის გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები, ალტერნატიული, ეკოლოგიურად გამართლებული აღდგენადი ენერგო–ტექნოლოგიების დემონსტრირება, სამეცნიერო–კვლევითი და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, სასკოლო ოლიმპიადები, მოეწყო ეკო-ბანაკი მოსწავლეებისათვის და ა.შ.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*