მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად. მედია ექსპერტი

 პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: მედია  ექსპერტი

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

მედია ექსპერტმა პროექტის ფარგლებში უნდა გააუმჯობესოს არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობადობის გაძლიერება, გამოიკვლიოს სოციალური მედიისა და საინფორმაციო  კამპანიები, შეიმუშაოს მედია და სარეკლამო სააგენტოების ჩართულობის სტრატეგია, მხარი დაუჭიროს პროექტის ვებ–გვერდის  შემუშავებაში.

მედია ექსპერტი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის  უშუალო ზედამხედველობის ქვეშ და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით. ის პასუხისმგებელი იქნება პროექტის ყველა კომპონენტის გაშუქებაზე და რეგიონებში პროექტის ცნობადობის ამაღლებაზე.

პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

  • საინფორმაციო სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება, მათ შორის, კონტაქტების   მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ურთიერთობა რეგიონალურ  მედიასთან
  • საინფორმაციო ბაზის შექმნა
  • რეგიონული მედია სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და       მხარდაჭერა;
  • ვებ–ინფორმაციების რედაქტირება  და მომზადება ;
  • ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება , მათ შორის, 4–5მოკლე შემოთავაზება ყოველწლიური კამპანიებისთვის;
  • მედია კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა  პროექტის ამოცანების  შესრულების  უზრუნველსაყოფათ
  • არსებული მედია მონაცემთა ბაზის განახლება;
  • სხვა დავალებების შესრულება, დანიშნულებისამებრ.
  1. საჭირო კვალიფიკაცია

სახელწოდება: მედია  ექსპერტი

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.

გამოცდილება:

  • 5 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • გამოცდილება კორექტირებასა  და რედაქტირებაში;
  • გამოცდილება ფართომასშტაბიანი სარეკლამო და მედია კამპანიების წარმოებაში;
  • სამუშაო გამოცდილება კომპიუტერულ პროგრამებთან – MS Office; ფოტო და ვიდეო ედიტორ პროგრამები;
  • გამოცდილება ბრენდირების იდეების შემუშავებაში;
  • სხვადასხვა მედია საშუალებასთან მუშაობის გამოცდილება.

ენები:

  • ქართული ენების გამართული ცოდნა, ინგლისურის ენის ცოდნა სასურველია;
  1. 4. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

–  სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– ექსპერტი ანგარიშვალდებულია პროექტის   მენეჯერის წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

განაცხადის მოწოდება  27.04.2018

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*