მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად.გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ/სგშ) ორ ექსპერტზე

პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ/სგშ) ორ ექსპერტზე

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტმა უნდა გაუწიოს ტექნიკური მხარდაჭერა პროექტს, რათა წარმატებით შეფასდეს გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა ქვეყანაში, მოხდეს კანონმდებლობის ეფექტურობისა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი.

პროექტის გუნდთან ახლო თანამშრომლობით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტებმა, ტექნიკური დავალების ფარგლებში, უნდა შეასრულონ ტექნიკური მიმოხილვა და მონიტორინგი გზშ/სგშ–ის კანონმდებლობის აღსრულებასთან  დაკავშირებით.

ექსპერტების  ამოცანაა:

  • სამიზნე ჯგუფების ტრენინგები გზშ/სგშ -რეგულაციის, ანგარიშისი თუ გზშ/სგშ პროცედურის ყველა ეტაპზე (რას ვეძებთ? სად ვეძებთ? გზშ-ის ანგარიშების, პროექტების  შეფასების კრიტერიუმები  და ა.შ.;)
  • მიმოიხილოს არსებული გზშ/სგშ ანგარიშები ეროვნული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით;
  • მიიღოს მონაწილეობა გზშ/სგშ–ების საზოგადოებრივ  განხილვებში;
  • შეუწყოს ხელი  ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს გზშ/სგშ–ების  საზოგადოებრივ  განხილვებში მონაწილეობის უნარ–ჩვევების  გამომუშავებას;
  • უხელმძღვანელოს სამიზნე ჯგუფებს თუ როგორ მოხდეს ყველა გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მონიტორინგი, რომლებიც დამტკიცებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა საველე გასვლებში, შეიმუშავოს პროცედურები ან/და ფორმები მონიტორინგის ციკლის მხარდასაჭერად;
  • შეასრულოს მონიტორინგის პროცესის ზოგადი შეფასება, მათ შორის, შეიმუშავოს რეკომენდაციები განახლებაზე, ნასწავლ გაკვეთილებზე.

რეკომენდაციები უნდა იყოს შემდეგი:

  1. რეკომენდაციების, დასკვნების მომზადება გზშ/სგშ დოკუმენტებზე;
  2. რეკომენდაციების მომზადება  კანონქვემდებარე აქტებზე და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებზე, საჭიროებისამებრ;
  3. საკანონმდებლო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  4. რეკომენდაციები გზშ/სგშ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;
  5. რეკომენდაციები გარემოსდაცვითი მართვის გეგმების მონიტორინგთან/ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით;
  6. კონსულტაციების გაწევა არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის;
  7. გზშ/სგშ კანონმდებლობასთან დაკავშირებით საგზაო რუქის  მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  8. პრეზენტაციების მომზადება  გზშ/სგშ პროცედურასთან  დაკავშირებით პროექტის სხვადასხვა ჯგუფისთვის;
  9. გზშ/სგშ კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
  10. გზშ ექსპერტმა შესაძლოა შეასრულოს სხვა მოვალეობები, დანიშნულებისამებრ.
  11. საჭირო კვალიფიკაცია

სახელწოდება: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტი

აკადემიური კვალიფიკაცია

ა. მაგისტრის ან მასთან გადათანაბრებული ხარისხი გარემოსდაცვით მმართველობაში, მეცნიერებაში, ინჟინერიაში ან მონათესავე სპეციალობებში.

გამოცდილება

ა. 10 წლიანი  გამოცდილება (გარემოზე ზემოქმედების შეფასება/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) ექსპერტულ საქმიანობაში და გარემოს დაცვის მართვაში;

უნარები:

ა.  გზშ/სგშ კანონმდებლობის ცოდნა;

ბ.  პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ანალიტიკური ნაშრომების მომზადებაში;

გ. ძლიერი ანალიტიკური უნარები;

დ.  პრობლემების მყისიერად გადაწყვეტის უნარები;

ე. შესაძლებლობა, სწრაფად შეერწყას ახალ სამუშაო გარემოს, დაამყაროს კარგი სამუშაო ურთიერთობა სხვადასხვა გამოცდილების მქონე თანამშრომლებთან და იმუშაოს სტრესულ სიტუაციებში;

ვ. ქართული ენისა და ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);

  1. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

– სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– ექსპერტმა  უნდა ითანამშრომლოს პროექტის გამნახორციელებელ ჯგუფთან და

ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის  წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

გამაცხადის მიღება  27.04.2018

 

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*