დასუფთავებია აქცია – ზესატაფონის მუნიციპალიტეტში

19 მაისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ბაზრის, პარკის, ცენტრალური მოედნის, სკოლების და ბაღების ტერიტორიები, ასევე შორაპნის ციხის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა, დაუფთავების სამსახურისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 15 ჰა ფართობი, შეგროვდა 2,2 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 200-მდე მოხალისემ. კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, მიერ,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*