საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო-ს ხედვა   ზემო სვანეთში,  ქ. მესტიაში  „მესტიაჭალა 1“ ჰესის   გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების  ანგარიშზე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების   დაცვის მინისტრის 29.08.16წ. ბრძანება N ი-441-ით დამტკიცებულ  ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნაზე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ხედვა   ზემო სვანეთში,  ქ. მესტიაში  „მესტიაჭალა 1“ ჰესის   გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების  ანგარიშზე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების   დაცვის მინისტრის 29.08.16წ. ბრძანება N ი-441-ით დამტკიცებულ  ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნაზე

 საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო აცნობიერებს მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღის კეთილდღეობისთვის და კატეგორიულად გმობს ენერგეტიკის გაუაზრებელ, არაგეგმიურ და არაეფექტურ განვითარებას ჩვენი უნიკალური ბუნების განადგურებისა და ქართველი  ერის  ინტერესების  იგნორირების ხარჯზე.

ბოლო დროს საზოგადოებაში დიდი აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია მესტიაჭალა 1 ჰესის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა. ბევრ კითხვას ბადებს მესტიაჭალა 1 ჰესი-ის პროექტზე   გარემოზე    ზემოქმედების  შეფასების (გზშ) ანგარიში  და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 29.08.16 წ. ბრძანება N ი-441-ით დამტკიცებული  ეკოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მასში    მოყვანილი  არგუმენტი საჭიროებს გადამოწმებას, სიღრმისეულ ანალიზს და შესაბამისი დასკვნების  გაკეთებას.

მათ შორის:

  • პროექტის მიხედვით  წარმოდგენილი   საპროექტო  წყალდიდობის  ხარჯი, 100  წლის  განმეორებადობის პერიოდისთვის  მესტიაჭალა  1-ჰესისთვის (ცხრ. 99  კაშხლისა  და წყალმიმღების ტექნიკური  დეტალები) შეადგენს 136,9  მ³/წმ  წყალს (ამ  მონაცემის გამოანგარიშებისას  ე.წ.  ანომალური   ხარჯი,  რომელიც  დაფიქსირებულია  1975 წელს,   351 მ³/წმ -ში გათვალისწინებული არ  არის), ხოლო 2017 წლის 31 აგვისტო – 1 სექტემბრის  ხარჯი  შეადგენდა 171მ³/წმ  (ინფორმაცია მოგვაწოდა გარემოს  ეროვნულმა  სააგენტომ),  რაც მნიშვნელოვნად მეტია საპროექტო წყალდიდობის გაანგარიშებულ ხარჯზე. ბუნებრივია 171 მ³/წმ ხარჯი დამანგრეველი იქნებოდა იმ დროებითი  ნაგებობისთვისაც, რომლითაც მდინარის გადაგდება უნდა მომხდარიყო მარცხენა სანაპიროსკენ და ამ ფაქტმაც არ დააყოვნა – დროებითი ნაგებობები დაინგრა (დროებითი არხის გამტარიანობა გაანგარიშებული იყო მდ. მესტიაჭალას წყალდიდობის 10 წლიანი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯის HQ10=74 მ³/წმ მიხედვით – ავსტრიული  მეთოდოლოგიით).

 ბუნდოვანია და  გაურკვევლობას  ქმნის  ის  ფაქტი,  რომ გზშ-ს ანგარიშში  (გვ. 53) გეოდინამიკური  კვლევების  საფუძველზე გაკეთებულია შემდეგი ჩანაწერი: „წყალდიდობებისას  მდინარეების  დონის  აწევის სიდიდე  და  ამ დროს ფსკერისა და ნაპირების წარეცხვის ინტენსივობა, ფსკერის ნალექების შედგენილობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ჰიდროლოგიურ-ჰიდრავლიკური გაანგარიშებით არის შესაძლებელი და  ეს  გათვალისწინებული  უნდა  იქნას  საამშენებლო  ტერიტორიის კვლევის  მომდევნო ეტაპზე,“  . . . „ღვარცოფული  მოვლენების თვალსაზრისით  გასარკვევია აგრეთვე  სულ  ახლომდებარე მყინვარების  როლი  ასეთ  მოვლენებში“ – კლიმატის  გლობალური  ცვლილების  ფონზე  და  სხვა.

 აღნიშნული მოთხოვნები გზშ-ს ავტორების მიერ თავი 3.2.2.8-ში დასკვნები და რეკომენდაციები (გვ 55) ასახული არ არის, ხოლო შემარბილებელ ღონისძიებებში – მშენებლობის ეტაპი, საშიში გეოდინამიკური პროცესები (გვ.306), უნდა განხორციელებულიყო შემდეგი შემარბილებელი ღონისძიებები:  

„a. ქვათაცვენის და კლდეზვავების რისკების მინიმიზაციის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ფერდობის გასუფთავება მორყეული ლოდებისაგან და ჩამოსანგრევად საშიში კლდოვანი ბლოკებისაგან;

  1. საპროექტო გზის და სამარაგო რეზერვუარის დაცვის მიზნით, საავტომობილო გზის და სამარაგო რეზერვუარის ზედა მხარეს გრუნტის ბერმების მოწყობა, რომლებიც ბარიერულ ფუნქციას შეასრუელებს ჩამოგორებული ლოდებისა და ღორღის საწინააღმდეგოდ;
  2. იმ მონაკვეთზე, სადაც ციცაბო კლდოვანი ბორტი ახლოსაა საპროექტო გზასთან და ქვაცვენები მეტი ინტენსივობით ხასიათდება გალერეას მოწყობა ;
  3. სათაო ნაგებობების და ძალური კვანძის მიმდებარე გასწორებში მდ. მესტიაჭალაზე და მდ. ჭალაათზე ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობა;
  4. ჰესის კომუნიკაციების ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის მიზნით, კაშხლის ზედა დინებაში ღვარცოფდამჭერი ნაგებობის მოწყობა;
  5. მშენებლობის ფაზაზე გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა“

პასუხისმგებლობა, ვადები და  ხარჯები:

 „პასუხისმგებელი შემარბილებელი ღონისძიების გატარებაზე ს.ს „სვანეთი ჰიდრო“;

a – მშენებლობის დაწყებამდე ;

b, c, d, e, f – სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში;

დაგეგმილი ღონისძიებების ხარჯები გათვალისწინებულია პროექტის ხარჯთაღრიცხვაში„

 უნდა აღინიშნოს, რომ გაურკვევლობას ქმნის რა ტიპის, რა მოცულობის  ღვარცოფდამჭერ ნაგებობაზეა საუბარი, როდესაც სათანადო კვლევების საფუძველზე გაანგარიშება განხორციელებული არ არის და სათანადო კვლევების  ჩატარების შემდეგ, ხომ არ ჯობდა ღვარცოფების გარემოზე ზემოქმედების ეფექტიდან  გამომდინარე  გვესაუბრა გასატარებელ ღონისძიებებზე (შეგვერჩია გასატარებელი ღონისძიებები): ორგანიზაციულ-სამეურნეოზე, მელიორაციულზე  და ჰიდროტექნიკურზე;  

 

ს.ს „სვანეთი ჰიდრო“-გან შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებას ითხოვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  29.08.16წ ბრძანება N ი-441 . რომლის მიხედვით:

„საქმიანობის   განმახორციელებელი  ვალდებულია:

  1. საქმიანობის განხორციელება  უზრუნველყოს  წარმოდგენილი  გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების  ანგარიშის  მიხედვით,  შემარბილებელი  ღონისძიებების,  გარემოსდაცვითი  მონიტორინგის  გეგმის,  ავარიულ   სიტუაციებზე  რეაგირებისა  და  ნარჩენების   მართვის   გეგმების,   დასკვნებისა  და  რეკომენდაციების  შესაბამისად“.

 მესტიაჭალა 1 ჰესის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშება მომზადებულია ავსტრიული საპროექტო ორგანიზაციის მიერ. შესაბამისად სათაო ნაგებობების ქვედა ბიეფში გასატარებელი მინიმალური ეკოლოგიური ხარჯი, არსებული ჰიდროლოგიური მონაცემების საფუძველზე ,განსაზღვრულია ავსტრიაში მოქმედი მეთოდოლოგიის გამოყენებით და დადგენილია – 0,43  მ³/წმ  ოდენობით. დღემდე  ჩვენთვის გაურკვეველია, დამტკიცებულია თუ არა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ მდ. მესტიაჭალაში ეკოლოგიური (სანიტარული) ხარჯის ოდენობა. მინისტრის  08.16წ ბრძანება N ი-441-ით ეს ხარჯი საქმიანობის  განმახორციელებელს მშენებლობის დაწყებამდე უნდა გადაეანგარიშებინა წყალაღების  გასწორში საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის მიხედვით და მონაცემი წარედგინა სამინისტროსთვის.  

 

  • ლანდშაფტის ცვლილებასთან დაკავშირებით შეფასება ძალიან ზედაპირული და მშრალია. არაა მოცემული ეკოსისტემათა რუკები. არც ბუნებრივი ლანდაფტის და მასზე ზემოქმედების ამსახველი გრაფიკული მასალა ჩანს. არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენად შეეხება თითოეულ ლანდშაფტს ზემოქმედება და მისი რომელი მონაკვეთები დაზიანდება. არც პოტენციურად საფრთხეში მოყოლილი ზონების გრაფიკული მასალაა მოცემული, რაც გვაფიქრებინებს, რომ მესტიაჭალას ხეობის ლანდშაფტი უბრალოდ არ იქნა შესწავლილ-შეფასებული.
  • როდესაც საუბარია ბუნებრივ-ლანდაფტური ხედების შეფასებაზე, არაფერია ნათქვამი მესტია-ჭალაადის მყინვარის მიმართულებით მიმავალი ტურისტული ბილიკის იმ სახით შენარჩუნებაზე, როგორც აქამდე გახლდათ. აღნიშნული ბილიკი იმ უნიკალური ლანდშაფტითაა მიმზიდველი, რომელსაც ტურისტები საკუთარი ფეხით გაივლიან და მასზე ზემოქმედების შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა იქნას ნაკისრი ბილიკის პეიზაჟის აღდგენისა და პირვანდელი სახით დაბრუნების თვალსაზრისით. აქვე, ჰესის ქვესადგური მისი აგების ადგილას ფარავს პეიზაჟის ხედს. მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს და ასევე ჩართულია ტურისტულ საქმიანობაში, უძველესი კოშკებისა და უშბის ხედის მაგივრად მიიღებს ჰიდროელექტროსადგურის ხედს, რაც გააუარესებს პეიზაჟს და დაუკარგავს ესთეტურობას, რაც ბუნებრივ-ლანდშაფტური ღირებულებების დარღვევაა. სვანეთის მცენარეული და ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია რეგიონის რთული რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო.
  • გზშ -ს დოკუმენტში-თავი 3.2.5.1.3 აღნიშნულია რომ, დეტალური საველე ბოტანიკური კვლევების  ჩატარების შედეგად საპროექტო დერეფანში საქართველოს  წითელი ნუსხის მცენარეთა არცერთი სახეობა არ დაფიქსირებულა. საპროექტო დერეფანში არ იზრდება ბერნის კონვენციით დაცული სახეობები. რაც წინააღმდეგობაში მოდის ამავე დოკუმენტის ამავე თავში აღნიშნულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც მესტიაჭალის ხეობა აღსანიშნავია მაღალმთის მუხის გავრცელებით-ფიჭვნარების გაჩეხვის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე განვითარებულია მუხნარები, რომლებიც შექმნილია Quercus macranthera-საგან, რომელიც წარმოადგენს წითელი ნუსხის სახეობას.
  • რაც შეეხება მშენებლობის ზეგავლენას (თავი 7.2.) როგორც მშენებლობის ფაზაში ასევე ოპერირების ფაზაში და მათ შემარბილებელ ღონისძიებებს უნდა აღინიშნოს, რომ არ ტოვებს საკმარის შთაბეჭდილებას, როგორიცაა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ჰესის კომუნიკაციების მიმდებარედ კულტურული და დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა და გახარება; მისაღები და სწორი იქნებოდა თუ გაშენდებოდა ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლები.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ აუცილებელ  ღონისძიებებს წარმოადგენს:

 

  1. მდინარეების მესტიაჭალისა და ჭალაათის წყალშემკრებ აუზში გეოდინამიკური სააფრთხეების სრული დეტალური შესწავლა – შეფასება ღვარცოფული კერების ტიპების მიხედვით და შემდეგ მათი ფორმირების შესაძლებლობების  მოდელირებით;

 

  1. წყალდიდობებისას მდინარეების  დონის  აწევისა  და  ამ დროს  ფსკერისა  და  ნაპირების წარეცხვის ინტენსივობის განსაზღვრა ფსკერის ნალექების  შედგენილობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ჰიდროლოგიურ  – ჰიდრავლიკური გაანგარიშებით;  

 

  1. გეოდინამიკური პროცესების საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტოიებისთვის რისკ-ზონების რუკების შედგენა და შემდგომ სახიფათო არეალებში  შესაბამისი ღონისძიებების გატარება მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, (რამდენად ექვემდებარება დაცვა-შერბილებას);

 

  1. რისკების მინიმიზაციის მიზნით (რისკების  შეფასების ანგარიში)   დამატებითი

შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა და სათანადო ვალდებულებითი          

გეგმის მომზადება,  მისი  გასაჯაროება ;

 

  1. გზშ-ს ანგარიშში მოყვანილი საპროექტო მონაცემების გადაანგარიშება და პროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანა.

 

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მდ. მესტიაჭალაში ეკოლოგიური (სანიტარული) ხარჯის ოდენობის დამტკიცება (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მისი გასაჯაროება).

 ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გეოდინამიკური პროცესებმონიტორინგის  უწყვეტ  რეჟიმში განხორციელება და  მისი  პერიოდული გასაჯაროება; 

 

  1. მესტია-ჭალაადის ბილიკის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით მისი გაწმენდა სამშენებლო ნარჩენებისგან, ტექნოგენური ნაგებობის ელემენტების (გადათხრილ ადგილებზე) დაფარვა ნიადაგის ფენით და პირველადი სახეობებით მოთესვა. (ხელი შეეწყობა მათ ბუნებრივ განახლებას და ლანდშაფტის ხედის შენარჩუნებას). ჭალაადის მყინვარისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ხიდის შენარჩუნება, მისი დაზიანების შემთხვევაში პირვანდელი იერსახით აღდგენა, (გზის საფარი შენარჩუნებულ უნდა იქნას გრუნტის გზის სახით);

 

  1. საცხოვრებელი სახლებიდან მშენებარე ქვესადგური გადატანილ იქნას კიდევ რამდენიმე ათული მეტრის მოშორებით. (ერთის მხრივ, თავიდან ავირიდებთ ხედის გადაფარვას, ხოლო მეორეს მხრივ, შევამცირებთ მოსახლეობაზე  მაღალი ძაბვის ზეგავლენას);

 ენდემების ასეთი სიჭარბით გამორჩეული ტერიტორიიდან იშვიათი და ენდემური სახეობების გადატანა საკონსერვაციო ცენტრებში, მათი თესლის ბანკის შექმნა პოპულაციების გენოფონდის შენარჩუნებისა და შემდგომი რეინტროდუქციის მიზნით;

  1. სავეგეტაციო პერიოდში ფლორის ხელახალი შესწავლა უფრო დეტალური მონაცემების მისაღებად,  ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებისა და მისი შემარბილებელი ღონისძიებების სრული მონიტორინგი, იშვიათი  და  გადაშენების  პირას  მყოფი სახეობების  ჰაბიტატების   შენარჩუნების  მიზნით.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*