5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

 

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში  ყვარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთავების აქცია.  აქციის ფარგლებში დასუფთავდა ნეკრესისსა და გრემის მთავარანგელოზის ტაძრების მიმდებარე  ტერიტორიები, დაახლოებით 6 ჰა ფართობი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით  85 ადგილობრივმა, რომელთა მიერ შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი.5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1973 წლიდან.  ამ დღის ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს მასშატაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. საქართველოშიც ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნება.დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*