5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლთა მონაწილეობით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია ქ. მცხეთაში. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. ამ დღის ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს მასშატაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. საქართველოშიც ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნება. 5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1973 წლიდან. დაუსფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მოხალისემ, რომელთა მიერ დასუფთავდა დაახლოებით 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 1 მ3 მოცულობის ნარჩენი. დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*