პროექტის დავსუფთაოთ საქართველო ფაზა III ეროვნული შეხვედრა

 

სასტუმრო „რედისონი“-ს ახალ საკონფერენციო დარბაზში „რესპუბლიკა“, შედგა პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებას მოესმინა ანგარიში პროექტით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესრულებული საქმიანობებისა და მიღწეულის შედეგების შესახებ. 

პროექტის მიმდინარეობა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მოსახლეობაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ მიერ და მისი მიმდინარეობა („დავასუფთოთ საქართველო ფაზა Ш, 2015-2018 წწ.) მოიცავდა სამ ძირითად კომპონენტს.

ეროვნულ შეხედრაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველშო ქ-მა მარტინა ქვიქმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში ქ-მა მოლი ლიენმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ბ-მა ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოსადგილემ ბ-მა ზაზა ხუციშვილმა, ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა ბ-მა გიორგი შუხოშვილმა, კონსორციუმის წევრებმა. რომლებმაც კიდევ ერთხელ შეაფასეს პროექტის მუშაობა.

შეხვედრაზე პროექტის მენეჯერების მიერ გაკეთდა მოხსენებები იმ კონკრეტული კომპონენტების შესახებ, რომელიც მათ ქონდათ ნაკისრი პროექტის ფარგლებში. თითოეული კომპონენტის აღსასრულებლად დასახული იყო არაერთი ამოცანა, რომელიც წარმატებით განახორციელა პროექტის ჯგუფმა (პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ პროექტის ვებ გვერდზე: http://cleanup.ge/?lang=geo&go).

შეხვედრაზე მოწვეული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს ნარჩენების მართვის საკითხებზე. მათ მიერ გაკეთდა მოხსენებები მათ ორგანიზაციებში მიმდინარე პროექტების შესახებ. ქ-მა ნინო შავგულიძემ (CENN) საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა 2“ შესახებ, ხოლო  ქ-ნი ხათუნა გოგალაძემ (GEO) ისაუბრა პროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ მიმდინარეობის შესახებ რომელსაც მისი ორგანიზაცია ახორციელებს.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განმახორციელებელი კონსორციუმის წევრებმა, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს რეგიონალური ორგანიზაციების (პროექტის კოორდინატორებმა რეგიონებში), სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*