მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, გუბერნიის წარმომადგენლებს მიეღო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე  პროექტის ფარგლებში მათ რეგიონში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ.

პროექტი რეგიონში ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

პროექტის მიმდინარეობა ითავლისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის განხორციელების არეალია საქართველოს 4 რეგიონი (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი). გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა პროექტში აქტიური მონაწილეობის.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*