დუშეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და   მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეღო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე  პროექტის ფარგლებში მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

პროექტის მიმდინარეობა ითავლისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის განხორციელების არეალია საქართველოს 4 რეგიონი (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი). გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

დუშეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა პროექტში აქტიური მონაწილეობის.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*