შეხვედრა პროექტის ფარგლებში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლის სამართლებრივი  და გარემოსდაცვითი ასპექტები.

შეხვედრში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლბმა.

ორგანიზატორებისა და არასამთავრობოების მხრიდან ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გამოითქვა შენიშვნები.  აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, სამუშაო გეგმებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების მომზადებისას არ იქნა გავალისწინებული გარემოსდაცვითი ასპექტები   და  ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების  რისკები. პროაქტიურად არ არის გავრცელებული საკითხთან დაკავშირებული ზოგიერთი საჯარო ინფორმაცია.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის – „საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.  პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში სხვა საკანონმდებლო ინიციატივების რეგულარული მონიტორინგი და ექსპერტული განხილვები.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*