შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიის მერიის წარმომადგნლებთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიეღო სრული ინფორმაცია მიმდინარე პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე  პროექტის ფარგლებში მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ.

პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი). გარდა სამიზნე რეგიონებისა, დაგეგმილის საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

შეხვედრას ესწრებონენ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე და მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები; მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლები. საკრებულოს წევრები.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*