შეხვედრა პროექტის ფარგლებში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით   2018 წლის 24 ივლისს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ექსპერტების არასამთავრობო და სამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენელების მონაწილეობით საქართველოს გარემოს დაცვისა   და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული  პროექტის  “გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ წესი“     საკითხთან დაკავშირებით.

 შეხვედრის მიზანი იყო იმ შენიშვნების განხილვა რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ექსპერტებმა მოამზადეს პროექტთან “გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა დ ცხოველის საკვების შესახებ წესი“ -ს დაკავშირებით, როგორც იურიდიულ, იდეურ ასევე ტექსტურ  ვერსიასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას მოხდა აზრთა შეჯერება სადავო საკითხებზე. საქართველოს გარემოს დაცვისა   და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ტერმინთა განმარტებების დაზუსტების თაობაზე, რაც უფრო ნათელს და მისაღებს გახდის წარმოდგენილ წესს.  

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლე

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*