შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“  ფარგლებში, განაგრძობს საინფორმაციო შინაარსის შეხვედრებს იმერეთის რეგიონში.

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები ამჯერად შეხვდნენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სადაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ინფორმაციას პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე  პროექტის ფარგლებში მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ.

პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი). გარდა სამიზნე რეგიონებისა, დაგეგმილია საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერიისა  სამსახურების უფროსები, საკრებულოს წევრები.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*