საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.

პროექტის სახელი: საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.

დონორი ორგანიზაცია :   ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა

განხორციელების დრო: 2018 წლის 20 აპრილი – 2018 წლის 20 ნოემბერი

მიზანი:  საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე ხელშეწყობა საზოგადოების გააქტიურებითა და  გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში მათი მონაწილეობის გაძლიერებით.

ამოცანები:
საქართველოში გარემოს მდგარდ მართვაზე ხელშეწყობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობისა  და აღსრულების  მონიტორინგის  განხორციელებით

საქართველოს კანონმდებლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ერთობლივი  პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებულ  ინტერესთა კონფლიქტისა  და ინტერსთა   თანხვედრის გამოვლენის ხელშეეწყობა

მოსალოდნელი შედეგები:

  • გაძლიერდება საზოგადოების ჩართულობა გარემოსდაცვით სექტორში გადაწყვეტილებიბის მიღებისას და ხელი შეეწყობა გარემოსდაცვითი ინტერესების დაცვას;
  • ხელი შეეწყობა საქართველოს გარემოსდაცვითი სექტორის საკანონმდებლო ცვლილებების საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას;
  • ხელი შეეწყობა ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას.
  • ხელი შეეწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ხასიათის დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას გარემოსდაცვითი ასპექტების მაქსიმალური გათვალისწინებით

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*