პროექტი „ქალები 2030 საქართველო“

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო” და ასოციაცია “ძელქვა”საქართველოში ახორციელებს ევროკომისიის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის (DEVCO) მიერ მხარდაჭერილ გლობალურ პროექტს „ქალები2030“.

პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო ორგანიზაციები (CSOs), სათემო ორგანიზაციები (CBOs) და  ქალთა ორგანიზაციები რათა მათ შეძლონ:

  • ხელი შეუწყონ ადგილობრივ და რეგიონული სამართლიანობას;
  • მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგრად განვითარების პროცესში (მათ შორის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-2030-ის  მიზნებისა და ამოცანების  გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებები)
  • მონაწილეობა და მონიტორინგი ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
  • საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებით მოქალაქეთა დახმარება და მობილიზება

პროექტის ფარგლებში 2017 წლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება შეხვედრები რეგიონალურ სამოქალაქო (CSO) და სათემო (CBO) ორგანიზაციებთან, ქალთა ჯგუფებთან.  შეხვედრის მონაწილეებს საშულება აქვთ გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს SDG –“დღის წესრიგი 2030”.

ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშემწყობ ქმედებებსა და შესაძლებლობებს.

შეხვედრები გაიმართა აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში. “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო”-ს და ასოციაცია “ძელქვა”-ს ექპერტების მონაწილეობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*