მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად

პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: გარემოსდაცვის ორ ექსპერტზე ( გარემოსდაცვითი მართვისა და გეოლოგიის მიმართულებებით)

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

გარემოსდაცვითი ექსპერტების ჩართულობა მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფების გარემოსდაცვითი შეფასების შესაძლებლობების გაძლიერებას. მათი მოვალეობებია:

  • მოამზადონ გარემოსდაცვითი შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით (გარემოსდაცვის, ბიომრავალფეროვნების, გეოლოგიის) ინფრასტრუქტურული ან სხვა ტიპის პროექტებისთვის, რომლებიც ხორციელდება პროექტის დაფარვის ტერიტორიებზე;
  • მოამზადონ კომენტარები/დასკვნები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე, რომლებიც მომზადებულია ინფრასტრუქტურული ან სხვა ტიპის პროექტებისთვის;
  • მოამზადონ მიმოხილვა (სხვადასხვა მაგალითით) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დოკუმენტებზე;
  • მოამზადონ ხშირად განმეორებადი შეკითხვების ნუსხა საჯარო განხილვებზე (გზშ/სგშ) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;
  • მოამზადონ მაგალითები გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებზე თითოეული რეგიონისთვის;
  • გზშ/სგშ განხილვებზე დასწრება;
  • მოამზადონ გარემოსდაცვითი რეკომენდაციები შესაბამის პროექტებთან დაკავშირებით;
  • გაუწიონ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონში.
  1. საჭირო კვალიფიკაცია

სახელწოდება: გარემოსდაცვის ექსპერტი

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მართვაში ან მონათესავე სპეციალობაში.

გამოცდილება:

  • 10 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • უნარი დაამყაროს კარგი სამუშაო ურთიერთობა სხვადასხვა გამოცდილების მქონე თანამშრომელთან.
  1. 4. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

–  სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– კონსულტანტმა უნდა ითანამშრომლოს და ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

დაინტერესების შემთხვევაში

განაცხადის წარდგენა 20 აგვისტომდე 2018

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*