15 სექტემბერს – საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო

15 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია დაიწყო და მის ფარგლებში მასშტაბური დასუფთავების აქციები ჩატარდა 140-ზე მეტ ქვეყანაში. კამპანიის მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება გარემოს დასაცავად და დასუფთავების აქციებში მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა. კამპანიას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.

,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანიის დაარსებიდან 26 წლის შემდეგ, სუფთა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მსგავსი ინიციატივა და იდეა, ფართომაშტაბიანი დასუფთავების აქცების ჩასატარებლად (10 წლის წინ) გაჩნდა ესტონეთშიც, სადაც ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობის 4%-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო დასუფთავების აქციებში. ყოველივე ამან, კი განაპირობა კიდევ ერთი დიდი მოძრაობის ჩამოყალიბება „მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“- Let’s Do It, World“, რომელმაც გაზარდა მსოფლიო კამპანიაში მონაწილე ქვეყანების რიცხვი საერთო მიზნის მისაღწევად.

წელს, 15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანია სახელწოდებით „მსოფლიო დასუფთავების დღე“  Let’s Do It World-ის ფარგლებში) აღინიშნა. 2018 წლის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მოწოდებაა – “Beat Plastic Pollution”- “შევამციროთ პლასმასით დაბინძურება“.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს სახელით მსოფლიოში მიმდინარე საერთშორისო კამპანიაში „დავსუფთაოთ მსოფლიო (Clean Up the World)“ ჩაერთო 1992 წლიდან. 2010 წლიდან კი, ყოველწლიურად მონაწილეობს ყველა იმ დასუფთავების აქციაში, რომელიც მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ტარდება. ხოლო „Let’s Do It World“-ის ფარგლებში დაგეგმილ კამპანიაში მონაწილობას უკვე 2-ედ იღებს.

15 სექტემბერს, მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის პარალელურად საქართველოშიც მასშტაბურად დაიწყო დასუფთავების აქციები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თბილისში „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ბ-მა გიორგი მარგველაშვილმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში ქ-მა მოლი ლიენმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი რენო, შვედეთის, ამერიკის, უკრაინის საელჩოების, USAID-ის და ამერიკის შეიარაღებული საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-მა ნოდარ კერესელიძემ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ განმახორციელებელი კონსორციუმის – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” თანამშრომლებმა, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II, რომელსაც მხარს უჭერს USAID), საქართველოს ბანკის, კომპანია „სუფთა სახლის“, წყლის გლობალური პარტნიორობა-საქართველოს წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა თბილისის ზღვის მიმდებარედ დაახლოებით 3 ჰა ფართობი ტერიტორია, შეგროვდა 6 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოხალისემ.

თბილისის გარდა, დასუფთავების აქციები ჩატარდა საქართველოს რეგიონებში, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალურმა კოორდინატორებმა და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებმა.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან  თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*