პროქტის- „საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება” სამუშაო შეხვედრა

21 სექტემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის – „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საკითთხთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო იმ შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლებთან, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ექსპერტებმა მოამზადეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა იმხჯელეს, წარმოდგენილი დოკუმენტის, როგორც ზოგიერთი იურიდიული ნაწილის, ასევე ტექსტობრივი უზუსტობების შესახებ. გაიმართა მსჯელობა ოპერატორის სერთიფიცირების რეგლამენტის შესახებ.

პროექტის ხორციელდება საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*