შეხვედრა ამბროლაურის მუნიცპალიტეტში

4 ოქტომბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შედგა საინფორმაციო შინაასის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საშუალება ქონდათ მოესმინათ ინფორმაცია, მათ მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

პროექტის მიზანია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), სადაც პროექტით დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*