შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

2 ოქტომბერს, ვანის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა საინფორმაციო შინაასის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში და მისი მიზანი იყო ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებსა და ამოცანებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

პროექტი მიზანად ისახავს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), სადაც პროექტით დაგეგმილია არაერთი შეხვედრა.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*