შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში (4 ოქტომბერი), შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას უძღვებოდა პროექტის მენეჯერი და პროექტის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრებს ადგილობრივებთან პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  და მისი მიზანია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), სადაც პროექტით დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*