შეხვედრა საცჩხერის მუნიციპალიტეტში

3 ოქტომბერს, პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტში შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივები გაცნობოდნენ  მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის მიზნებს და ამოცანებს, მოსალოდნელ შედეგებს და დაგეგმილ საქმიანობებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  და მისი მიზანია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), სადაც პროექტით დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ მიერ.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*