შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივებს მიეღოთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა პროექტის მენეჯერი და პროექტის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ვრცლად ისაუბრებს პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  და მისი მიზანია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), სადაც პროექტით დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. გარდა სამიზნე რეგიონებისა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები შედგება  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“, „სითი ინსტიტუტი საქართველო“, სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ მიერ.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*