დუშეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნდა

დუშეთის მუნიციპლიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისაქართველოს მიერ პროექტისარასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზეფარგლებში, დაფუძნდა , რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 სამოქალაქოსაზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა: ტიურად ჩაერთო საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედოონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.

 პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია. პროექტის სამიზნე რეგიონები მცხეთამთიანეთი, სამცხეჯავახეთი, იმერეთი და რაჭალეჩხუმი.

 რეგიონში საზოგადოებრივი ცენტრის გახნის ღონისძიებაში ორგანიაზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტებში  შალვა კერესელიძე, ევროკავშირის წარმომადგენელმა- პროექტის მენეჯერმა ირაკლი ხმალაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილმა. ადგილობრივი არასამავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისაქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიეროინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგიდა საზოგადოებრივი დამცველი.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*