საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, „წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP)“ და ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მწარმოებლის გაფართოეულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის, მათ შორის, ააიპ „ჯორჯია ფლასი“- ს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი იყო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ზოგად პრინციპებზე ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. განხილული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „შეფუთვისა და შესაფუთი მასალის ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
ექსპერტების მხრიდან აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტის მიღება არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. გამოითქვა სურვილი არასამთავრობოების მხრიდან, რომ შეიკრიბონ კიდევ ერთხელ მსგავს ფორმატში, როდესაც პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს და მიიღეს დეკლარაციის ტექსტი – მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*