22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!

20 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ქ. რუსთავის ადგილობრივი  ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში ქ. რუსთავში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქ. რუსთვის მერის მოადგილემ, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა. საჯაროს სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მოხალისეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 6 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 250-მდე მოხალისემ.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. 2019 წლის წყლის რესურსების დაცვის დღის ლოზუნგია: „არავინ დავტოვოთ ჩვენს უკან“

აქციის დასრულების შემდეგ ჩატარდა გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიამანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, შვედეთის განვითარების მინისტრი ერიკ პეტერსონი, შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ ხანიშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.

დაუსფთავების აქცია ტარდება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა“ და „წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP)“ ორგანიზებით, კამპანიების   „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*