სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“-ს ორგანიზებით პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

შეხედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე. მათ შორის, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრაზე გაკეთდა მოსხენება საქართველოში   კლიმატის ცვლილების სფეროს პოლიტიკის ანალიზზე: კლიმატის ცვლილება –  მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ვალდებულებები, საქართველოს კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული პოლიტიკა. საუბარი იყო კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)  სამოქმედო გეგმაზე, მიზნებზე და ამოცანებზე, დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს წარმომადგენელმა.

პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) მომზადებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭირვალობა. ასევე,  სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც კლიმატის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმთელობის დაცისა  და ურბანისტიკის  სფეროში მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანებიან და შეიმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ პოზიციას საქართველოში NDC-ის დანერგვასა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა შეკრებილი საზოგადოების დიდი ჩართულობით წარიმართა. გამოითქვა სურვილი შემდგომში თანამშრომლობის.

პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. პროექტი ხორციელდება გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*