Author

lekasn61

lekasn61 has 32 articles published.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები და დაფინანსების წყაროები

in Uncategorized by

პროექტის სათაური

ხანგრძლივობა

დაფინანსების წყარო

”ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში
01.06.2016 – 01.10.2017
გლობალური სატყო კოალიცია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
01.08.2016 – 01.06.2017
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADC).
სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები საქართველოს მაგალითზე
01.04.2016
 ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის პროცესის მონიტორინგი“
15.03. 2016
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
ლაგოდეხის მუნციპალიტეტში  სოფლების ხიზამბავრსა და გურგენიანის წყალსადენის სათავე ნაგებობის  რეკონსტრუქცია.
2015
ბერნის უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოსდაცვის  დეპარტამენტი, შვეიცარია
დავასუფთაოთ მდინარეები – დავასუფთაოთ შავი ზღა
19.01.2015
შავი ზღვის ფონდი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები საქართველოში
01.05.2015-31.10.2015
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
ლაგოდეხის მუნციპალიტეტის სოფლების ხიზამბავრასა  და გურგენიანის საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია.
2015
ბერნის უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოსდაცვის  დეპარტამენტი, შვეიცარია
მომხმარებელთა დახმარების ცენტრი  ქუთაისში
01.03.2014- 29.02.2016
ევრაზიის ფონდი
საიზოლაციო ღონისძიებების გამოცდა დედოფლისწყაროში (ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში)
გრმანიის საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობიათვის (GZT)
საქართველოს ენერგეტიკის  სფეროს გამოწვევები და გარემო
2014
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის
2013-2015
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ქალთა როლის გაძლიერება ყველასათვის
2013-2015
ნიდარლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო
რესურსების მდგრადი გამოყენება სამხრეთ კავკასიაში- ფოკუსით წყალზე
2013-2014
ბერნის უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოსდაცვის  დეპარტამენტი, შვეიცარია
სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას
2012-2014
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
კოლხეთის რეგიონის მაღალკონსერვაციული ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობა მდ.ტეხურის ხეობაში
2012-2013
პრო ნატურა/დედამიწის მეგობრები/შვეიცარია- FoE შვეიცარია
ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა განახლებად ენერგო-რესურსებზე და შესაბამისი ტექნოლოგიების გავრცელება სოფლად და მოცილებულ ადგილებში
2012-2013
USAID-NATELI-II
საზოგადოების აქტიური ჩართულობის გაზრდა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში
2012
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა.
2012
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში კლიმატის კვირეულის ორგანიზება
2012
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება სოფლად საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელი წყლისა და იზოლაციის სისტემების დანერგვით EEC რეგიონში.
2011-2014
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირება განვითარებად ქვეყნებში- ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენების პოტენციალი არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით.
2011
SAICM Quick Start Programme trust fund
საქართველოში კლიმატის კვირეულის ორგანიზება
2011
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, II-ე და III-ე ფაზა)
2010-2012
2013-2014
2015-2016
შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის
01/02/2010-01/07/2011
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
გარემო და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში_ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი აქცენტირებული წყლის რესურსების მდგრად მართვაზე
01/02/2010 – 01/07/2011
შვეიცარიის ფედერალური საგარეო საქმეთა დეპარტამენტი
საქართველოში კლიმატის კვირეულის ორგანიზება
2010
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
რეგიონალური კონფერენცია ”სამხრეთ კავკასიის არსამთავრობო ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების და მისი  შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.”
2009
გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი კონსევაციისა და ატომური უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო
საქართველოში “კლიმატის კვირეული 2009” ორგანიზება
2009
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა სოფლად
2008-2009
გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი კონსევაციისა და ატომური უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო
ნარჩენების მდგრადი მართვის  ხელშეწყობისათვის  კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ. თბილისის პარკებში.
2008-2009
საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს MATR პროგრამა
საქართველოს სოფლის რეგიონებში ახალი, მდგრადი მეთოდების დანერგვა: სანიტარულ-პროფილაქტიკური პრობლემების გადაჭრის, უსაფრთხო სასმელი წყლისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ხელშეწყობის მიზნით
2008-2010
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო
არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოში
2008
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
დედოფლისწყაროში საბუნებისმტყველო დისციპლინების მასწავლებლების შესაძლებლობათა გაძლიერება და მუდმივმოქმედი წრეების ორგანიზება
2007
ნორვეგიის მთავრობა
არასამთავრობო ორგანიზაციათა ტრენინიგი ორჰუსის კონვენციასთან დაკავშირებით საქართველოს სამ რეგიონში
2006
საქართველოში ეუთო-ს მისია
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის – 2 თებერვლისადმი მიძღვნილი სემინარების მოწყობა ქალაქებში: ფოთი და ლანჩხუთი
2006
სზიმ ცენტრი
ჭაჭუნას აღკვეთილი და მოსწავლე ახალგაზრდობა
2006
ნორვეგიის მთავრობა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის  ოფისი
სიმძლავრეების შექმნა და სტრატეგიის განვითარება საქართველოსათვის და ევროგაერთიანების გლობალური როლი მდგრადი განვითარების პროცესში
2006
ბრტანეთი საელჩო, ჰოლანდიის საელჩო, ევრაზიის ფონდი
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საწინააღმდეგო კამპანიის გაძლიერება
2005-2008
ჰივოსის ფონდი
სამეგრელოს რეგიონის იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობების დაცვა და კონსერვაცია
2004-2005
ნიდერლანდების საელჩო უკრაინაში
ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოსავლეთ ევროპასა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
2004
ჰივოსის ფონდი
სოციალურად დაუცველი ჯგუფის დევნილების მომსახურეობა, თემის მობილიზება
2004
Mercy Corp
საერთაშორისო ახალგაზრდული `ეკო-ბანაკი 2003
2003
ევროპის ახალგაზრდული ფონდი
თანამშრომლობა ენერგეტიკული სიღატაკის დასაძლევად
2003
Mercy Corp
სამხრეთ კავკასიაში მილსადენებზე დამკვირვებელთა საზოგადოებრივი ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება
2002-2003
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
გენმოდიფიცირებული კულტურების კვლევა გურიასა და სამეგრელოში
2002
გლობალ გრინგრანტს ფონდი
საერთაშორისო ენერგო ბრიგადები
2002
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
ვებ-გვერდის შექმნა ნარჩენების მოხმარების პრობლემასთან დაკავშირებით
2002
IREX – აირექსი, საქართველო
მაკულატურის შემგროვებელი ქსელის დაარსება თბილისში
2002
გერმანიის საელჩო
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ბოთლების მრავალჯერად გამოყენებაზე.
2002
გერმანიის საელჩო
#85 ბაგა ბაღის დათბუნება
2002
ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო DFID
#63 ბაგა-ბაღის დათბუნება
2001
გაეროს განვითარების პროგრამა UNDP
ბაგა-ბაღი `საპოვნელა~-ს დათბუნება
2001
გაეროს განვითარების პროგრამა UNDP
#206 ბაგა-ბაღის დათბუნება
2001
შვეიცარიის განვითარების ფონდი
საერთაშორისო ენერგო ბრიგადები
2001
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია საქართველოს შავი ზღვის პირა ზონაში
2001-2002
საბერძნეთის მთავრობა
საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში
2000
კანადის საელჩო
ენერგო ბრიგადები III ფაზა
2000
იაპონიის საელჩო, Staples Trust, LCB, გერმანიის საელჩო
ბანკების დამკვირებელთა ქსელი
2000
BANK WATCH საერთაშორისო ქსელი,
კლიმატის ცვლილების კამპანია
1999
FOE US-ის მცირე გრანტების პროგრამა
წყლის დაზოგვის კამპანია სამხრეთ ოსეთში
1999
Hilfswerk Austria
გარემოსდაცვითი პოლიტიკა და საზოგადოების მონაწილეობა
1999
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა
გადავარჩინოთ შავი ზღვა
1998
TACIS -ის შავი ზღვის პროგრამა
საქართველოს ენერგობრიგადები, მეორე ეტაპი
1998
Know How Fund,OSGF
საქართველოს ენერგობრიგადები, პირველი ეტაპი
1997
Know How Fund
ალტერნატიული ენერგეტიკა ევროპაში
1997
შვეიცარიის მთავრობა, დედამიწის მეგობრები-ევროპა
სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება
1997
შვეიცარიის მთავრობა,
პრო ნატურა/დედამიწის მეგობრები-შვეიცარია
სამყარო და მისი ბინადარნი
1996
ღია საზოგადოება საქართველო
წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა
1996
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
დემოკრატიზაციის პროგრამა, ტექნიკური დახმარება
1996
TACIS
ბიოფერმების მნიშვნელობა საქართველოსთვის
1995-1997
TACIS
ბიოგაზის აპარატის სადემონსტრაციო პროექტი ლაგოდეხში.
1995
ISAR
სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ
1995
OSGF
მდგრადი ევროპა
1994-1997
TACIS
მდგრადი ჩრდილოეთი და სამხრეთი
1994
TACIS
კამპანია: გადავარჩინოთ საახალწლო ნაძვის ხეები
1994-2004
WWF
კამპანია: შევინარჩუნოთ ბზა
2002-2005
WWF
კამპანია: დაასუფთავე მტკვრის სანაპირო
2002
გაეროს განვითარების პროგრამა

მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

in მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მიმდინარე/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დონორი ორგანიზაციები:  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADC).
განხორციელების დრო:  01.08.2016 – 01.06.2017
ლოკაციის ადგილი: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქალაქი ოზურგეთი.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  
გურიის რეგიონში ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაზე ხელშეწყობა;
გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
საზოგადოების გააქტიურება და ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/მიმდინარე/პროექტები by
პროექტი:  ”ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში“
დონორი ორგანიზაცია: გლობალური სატყო კოალიცია,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
განხორციელების დრო: 01.06.2016 – 01.10.2017 წლები
განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები – ოკამი და საკორინთლო, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი მერჯევში.
პროექტის მიზანი: ბუნებრივი რესურსების მართვასა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში  ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის არსებული მდგომარეობის შეფასება.

სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის“

in ბიოუსაფრთხოება და სუფთა საკვები/განხორციელებული/ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მდგრადი ენერგეტიკა/პროექტები by
პროექტი: „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“.
 დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პარტნიორები:
  • ქალები ევროპაში საერთო მომავლისათვის (WECF);
  • ეკოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია SEMA;
  • სოფლად თემთა განვითარების სააგენტო;
  • ახალციხის საზოგადოების განვითარების ცენტრი.
პროექტის ხანგრძლივობა:  2013წლის 19 ნოემებრი – 2015 წლის 19 ნოემბერი
მოქმედების  ადგილი:  კახეთი, მცხეთა – მთიანეთი, სამცხე- ჯავახეთი, იმერეთ, სამეგრელო
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლისათვის;
  • ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გააუმჯობესება ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე  ხელშეუწყობით;
  • დაინტერესებულ მხარეებთან NAMA-ს (ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები) ერთობლივად შემუშავება – მზის კოლექტორებისა და ენერგო ეფექტური ღუმელების   დანერგვისათვის ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა  და ადვოკატირებისათვის  საჭირო პოლიტიკის  განხორციელებით;
  • ნიადაგის მომზადება სოფლად მაცხოვრებელი ოჯახებისა და მცირე და საშუალო მეწამეებისათვის  მზის კოლექტორებისა და  ენერგო ეფეეფექტური ღუმელების დასამონტაჟებლად (10,000 ერთეული ) ადვილად ხელმისაწვდომი ინვესტიციების დანერგვით; MVR (გაზომვა, ანგარიშგება და შემოწმება) მექანიზმების განვითარება;
  • დაინტერესებულ მხარეთა – ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საშუალო ბიზნესის ჩართვა Nama-ს განვითარების პროცესში;
  • სიღარიბის დაძლევაზე ხელშეწყობა.
საქმიანობები და შედეგები:
გაიმართა მრგვალი მაგიდები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, სწავლებები, გადამზადებები და დიალოგები:
  • საერთაშორისო დონეზე;
  • საქართველოს სამთავრობო და ადგილობრივ სტრუქტურებთან;
  • მოსახლეობასთან;
  • არასამთავრობო სექტორთან;
  • ექსპერტებთან და სპეციალისტებთან;
  • ბიზნეს და საბანკო სექტორთან;
  • ჟურნალისტებთან;
  • მომზადდა, გამოიცა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები (ტრიფლეტები, სახელმძღვანელოები , ჟურნელები), მოეწყო რადიო და ტელეგადაცემები;
  • დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები, გავრცელდა ინფორმაციები სოციალური ქსელების მეშვეობით;
  • შემუშავდა შესაბამისი ფინანსური მექანიზმი, მოეწყო კონსულტაციები უკვე არსებულ ფინანსურ დაწესებულებებთან და განვითარების ბანკების ექსპერტებთან;
  • გაკეთდა ბაზრისა და მოსახლეობის კვლევები;
  • შემუშავდა საბაზისო NAMA სცენარი და დამუშავდა MRV (გაზომვა, ანგარიშგება და შემოწმება) მექანიზმების განვითარების მეთოდოლოგია;
  • დამონტაჟდა სამოდელო 50 მზით წყალგამაცხელებელი და 50 ენერგოეფექტური ღუმელი;
  • ხელი შეეწყო და ჩამოყალიბდა 4 ენერგო კოოპერატივი;
  • ჩამოყალიბების პროცესშია „ქოლგა ენერგოკოოპერატივი“  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
  • გაძლიერდა 5 რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ტექნიკური, ფინანსური და სხვა შესაძლებლობები დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობისა და   NAMA-ს განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • 5 რეგიონში გაძლიერდა ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობები (ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რესურს–ცენტრები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მოსახლეობა) შეთავაზებული ტექნოლოგიების სწორად დამონტაჟების, გამოყენებისა და მონიტორინგის  კუთხით;
  • მომზადდა ნიადაგი  5 რეგიონში   სოფლად მაცხოვრებელი   ოჯახების, მცირე და საშუალო მეწამეებისათვის  10,000 ერთეული მზის  წყალგამაცხელებელი -კლექტორისა და 10 000 ენერგო ეფეეფექტური ღუმელის დასამონტაჟებლად  ადვილად ხელმისაწვდომი ინვესტიციებისა და უპროცენტო განვადებების   გამოყენებით;
  • მომზადდა პროექტი ბიომასის ეფექტიანი გამოყენება,  გენდერულად  მგრძნონიარე, სამართლიანი, კლიმატურად უსაფრთხო და მდგრადი სასოფლო განვითარებისათვის.
პუბლიკაციები:
  • “სამშენებლო მითითებები მზით წყლის გამათბობლებისათვის“ ;
  • ლიფლეტი: „ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები (ემშქ) – NAMA”;
  • „ენერგოეფექტური ღუმელები – მშენებლობა“ გზამკვლევი;
  • ლიფლეტი – გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება 2015
  • ჩვენი ორგანიზაციის პერიოდულ ბიულეტენში “გარემო და საზოგადოება” დაიბეჭდა ინფორმაცია NAMA და პროექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგო–ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა

in განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მდგრადი ენერგეტიკა/პროექტები by
პროექტი: საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგო–ეფექტური  ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
განხორციელების დრო: 2012 წელი
პროექტის მიზანი:
 საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა  და ენერგო–ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა არასამთავრობო სექტორის ინიციატივების კონსოლიდირების, სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და სამთავრობო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.
პროექტის ამოცანები:
  • ქვეყნის არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა ძალისხმევის კონცენტრირებისა და კონსოლიდირების ხელშეწყობა საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების, საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების  ლობირების მიზნით;
  • ქვეყანაში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის საკითხების საკანონმდებლო მხარდაჭერის ხელშეწყობა;
  • აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფეტურობის პოტენციალის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობაზე ხელშეწყობა.
პროექტის შედეგები:
  • მოხდა იდენტიფიცირებული და დაზუსტებულია ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაცემთა ბაზა;
  • მოხდა არასამთავრობო სექტორის კონსოლიდაცია აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებთან და კავშირებით და გაღრმავდა მათ შორის თანამშრომლობა;
  • გაიზარდა სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმო მადგენელთა ინფორმი რების დონე აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით და მომზადდა საინფორმაციო საფუძველი ამ საკითხების სახელმწიფო პრიორიტეტებში  დანერგვისათვის;
  • მომზადდა რეკომენდაციები საქართველოში აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით პროტექციონისტული საკანონმდებლო ბაზის ლობირებისათვის;
  • ჩატარდა კონფერენცია, მიღებულ იქნა დეკლარაცია და საპროგრამო დოკუმენტი ქვეყანაში აღდგენადი ენერგიების გამოყენების და ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით. მასალები გადაეცა შესაბამის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს და გავრცელდა ელექტრონული მედია საშუალებებით;
  • კონფერენციის დეკლარაციამ და საპროგრამო დოკუმენტმა შექმნა ერთიანი პლატფორმა არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული, ეფექტური და რეგულარული მოქმედებებისათვის, რითაც შეიქმნება ქსელური მუშაობის რეალური წინაპირობა.
  • გაზრდილია მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებულობა აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის, შესაბამისი უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით.
მიღებული დეკლარაცია: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია საქართველოში ენერგიის განახლებადი  წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის  თაობაზე.

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 2012 წელი

in განცხადებები by

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 

საქართველოში ენერგიის განახლებადი  წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და

ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის  თაობაზე

ენერგეტიკა ის სფეროა, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც მთლიანად ქვეყნების, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე. მისი ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია ყველა დონეზე – მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაწყებული და  ყოფითი პირობებით დამთავრებული.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დეკლარაციაზე ხელმომწერი საქართველოს არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაციები, ექსპერტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები გრძნობენ რა პასუხისმგებლობას და ეყრდნობიან რა საკუთარ გამოცდილებასა და დაზუსტებულ ინფორმაციას:

  • გამოთქვამენ შეშფოთებას ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად და ჯეროვნად ათვისების უაღრესად დაბალი დონის გამო საქართველოში;
  • გამოთქვამენ უკმაყოფილებას როგორც გენერირების, ასევე გადაცემისა და მოხმარების ეტაპებზე ენერგიის განიავების დამკვიდრებული ტენდენციის, ენერგოეფექტურობის მიღწევის თაობაზე ფასადური ხასიათის იდეების, განცხადებების დეკლარირებისა და პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული უმოქმედობის გამო;
  • ამ ფონზე, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ენერგეტიკული დანიშნულებით საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაუაზრებელ პოლიტიკას და მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული რისკების კატასტროფულად ზრდის ხარჯზე;
  • თანხმდებიან რა იმაზე, რომ ენერგოუზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტია, მიაჩნიათ, რომ ჰიდროპოტენციალის გონივრულად ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს განახლებადი არატრადიციული წყაროებიდან ენერგიის გენერირებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმდების ღონისძიებები;
  • კატეგორიულად არ ეთანხმებიან არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საკანონმდებლო ნორმების შემოღება ზედმეტად დაამძიმებს მოქალაქეების სოციალურ და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს ამ საკითხების მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერ მხარეს, მიაჩნიათ, რომ ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მინიმალურადაც ვერ პასუხობს მათ მიერვე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;
  • შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ყოველდღიურად და უკვე საკანონმდებლო დონეზეც, ირღვევა ენერგეტიკული ქარტიის ფუნდამენტური პრინციპი – ენერგოუზრუნველყოფა განხორციელდეს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების გზით – და ქვეყნის ეკოსისტემებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი პროექტები ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების ჯეროვანი შეფასების გარეშე;
  • უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფო (საბიუჯეტო) სექტორის მიერ მოხმარებული ენერგორესურსების აღრიცხვის, სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალეობის  საქმეში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გამო;
  • მოითხოვენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გათავისუფლდეს პოლიტიკური, მონოპოლიური და ყოველგვარი სხვა ზეწოლისაგან;
  • აცნობიერებენ რა ქვეყნის ენერგობალანსში ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული რეზერვების პოტენციურ წილს, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიის გიგანტური ჰიდროელექტროსადგურებით დაფარვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეს;

მიმართავენ  მსოფლიო თანამეგობრობას:

ა) ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად ათვისების უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის სათანადო დონის მიღწევის, აგრეთვე მიღწეული შედეგების მუდმივად გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საქართველოს აღმოუჩინონ ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მხარდაჭერა არსებული მდგომარეობის უმოკლეს პერიოდში რადიკალურად შეცვლის  მიზნით.

დარწმუნებულნი არიან რა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა განახორციელოს  ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ათვისების გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ღონისძიებები და რადიკალურად უნდა შეცვალოს  ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით არსებული გაუმართლებელი პოლიტიკა, მიმართავენ საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ გადაიხედოს „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება და საერთაშორისო ვალდებულებებისა და ამ დეკლარაციის, აგრეთვე ქვეყნის მთელი საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ და მიღებულ იქნას ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის უფრო მაღალი რანგი, ვიდრე პარლამენტის დადგენილებაა და რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ენერგოეფექტურობის სფეროს;
  • შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე და გერმანიის გამოცდილების გათალისწინებით, გადაუდებლად იქნას მიღებული ისეთი ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
    • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად გამოყენების შესახებ;
    • ენერგოეფექტურობის შესახებ;
    • საქართველოს სამშენებლო კოდექსი;
    • ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებების წარმოებისა და იმპორტის რეგულირების თაობაზე;
    • ტექნიკური რეგულირების შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება ენერგომოხმარებისა და ენერგოდანაკარგების შემცირების, აგრეთვე დამატებითი ენერგიის გენერირების სტიმულირების მექანიზმები.
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქმედითი გახადოს მის მიერვე 2008 წლის 18 სექტემბერს მიღებული #23 დადგენილების მუხლი 3–ის ა.ბ) პუნქტი – ენერგეტიკული ობიექტების ყოველწლიური ვალდებულების თაობზე „ტექნიკური ანგარიშის“ რეგულარულად წარდგენასთან დაკავშირებით – და საჯარო გახადოს ამ ანგარიშების ანალიზის შედეგები, ასეთი ვალდებულება გავრცელდეს საბიუჯეტო დაწესებულებსა და ენერგიის მსხვილ მომხმარებლებზე;
  • რეალური ნაბიჯები გადადგას ე.წ. „მერების შთანხმებით“  აღებული პრიორიტეტული ვალდებულებების შესასრულებლად და არ შემოიფარგლოს უმნიშვნელო გადაწყვეტილებებით;
  • უზრუნველყოს ენერგეტიკის სფეროში შემავალი სხვადასხვა მხარის კანონიერი ინტერესების დასაბუთებული და სამართლიანი გაწონასწორება;
  • ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას დარგის არაპროფესიონალური და არასპეციალისტი კადრებით დაკომპლექტების მავნე პრაქტიკაზე;
  • სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პრინციპულად დასვას საკითხი ენერგეტიკის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თაობაზე და მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს;
  • დაუყოვნებლივ დასვას საკითხი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ შესაძლო გადავადების თაობაზე არსებული კანონის გაუქმების შესახებ;
  • გადაუდებლად იზრუნოს ქვეყანაში მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ტესტირების, გამოცდის, მარკირებისა და ამავე მიზნით მონიტორინგის განხორციელების მატერიალური ბაზის შესაქმნელად;
  • განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმაროს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას, მის ინფორმირებულობას, ფართო პროპაგანდა გაუწიოს ამ მიმართებით მსოფლიოში აპრობირებულ არაერთ კამპანიას.

დეკლარაციაზე  ხელმომწერ პირებს მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის სფეროს რეგულირებაში, სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი  ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული ჩვენთაგანის გააზრებულმა,  პრინციპულმა პოზიციამ და ქმედებამ, რის გამოც  მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას და საზოგადოებრივ   ორგანიზაციებს:

  • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგიის ეფექტურად ხარჯვის თვალსაზრისით სამთავრობო სტრუქტურების უმოქმედობას დავუპირისპიროთ მაღალი სამოქალაქო აქტივობა და პრინციპულობა;
  • მოვახდინოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების რესურსების მობილიზება და ძალების კონცენტრირება ზემოხსენებულ საკითხებზე;
  • შევიმუშაოთ კონკრეტულ ღონისძებათა ერთობლივი სამოქმედო გეგმა და ვიზრუნოთ მისი ეტაპობრივი განხორციელებისათვის;
  • დავგეგმოთ ერთობლივი აქციები და სხვა ღონისძებები, ვიზრუნოთ კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ხელმომწერები:

 

  1. რუსუდან სიმონიძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
  2. ნანი მეფარიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  3. თამაზ ვაშაკიძე – საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
  4. ნელი ვერულავა – ენერგოეფექტურობის ცენტრი
  5. მანანა ლოქაფიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  6. გურამ სიმონიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  7. სულხანი იაშვილი – ემეტცენტრი
  8. დავით გაბუნია – ტექინფორმი
  9. ივანე ჩოლოყაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი
  10. გიორგი მელიქაძე – საქართველოს გეოთერმული ასოციაცია
  11. ბაადურ ჩხაიძე – ენერგო–ინჟინერთა ასოციაცია
  12. ნანა ბეგალიშვილი – სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
  13. ვახტანგ ზარქუა – ენერგოეფექტურობის ფონდი
  14. ამირან გიგინეიშვილი – ევროპის კავშირის პროგრამა „პეგასოს“ საქართველოს კოორდინატორი
  15. ნუგზარ თათეშვილი – საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი
  16. მანანა დევიძე – ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“
  17. გრიგოლ (გია) აბრამია – გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევის ცენტრი
  18. კახა ნადირაძე – პრეზიდენტი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  1. პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

  1. როსტომ გამისონია – სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
  2. ბესიკ კალანდაძე – საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია

ბუკლეტი: განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტურობა საქართველოში

in მდგრადი ენერგეტიკა/პუბლიკაციები by

ბუკლეტი: განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტურობა საქართველოში

დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა)

in მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მიმდინარე/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა) http://www.cleanup.ge/?lang=geo&go=project
დონორი ორგანიზაცია: შვედეთის მთავრობა
განხორციელების დრო: 2010-2012, 2013-2014, 2015-2016
პარტნიორი ორგანიზაციები: 
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით, 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება)
მოსალოდნელი შედეგები:
  • დაბინძურებული ტყერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა;
  • ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ;
  • 112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;
  • მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში;
  • “დაასუფთავე მსოფლიო” კამპანიის დაწყება;
  • მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება;
  • ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;
  • ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები;
  • საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი;
  • მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს;
  • ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
  • ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას;
  • ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.

 

ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის

in განხორციელებული/მდგრადი ენერგეტიკა/პროექტები by
პროექტის სახელი: ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის
დონორი ორგანიზაცია:  ევროკავშირი
განხორციელების დრო: 1/02/2010 – 1/07/2011
პარტნიორები:
WECF – ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის;
საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”;
 „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“;
„საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი“.
პროექტის ლოკაცია:
  • სამეგრელო – აბაშისა და ხობის რაიონები;
  • იმერეთი – ხონის რაიონი;
  • მცხეთა-მთანეთი – ქ. მცხეთა;
  • შიდა ქართლი – გორი, ხაშური, კასპი;
  • სამცხე-ჯავახეთი – ახალციხე, ადიგენი, ნინოწმინდა;
  • კახეთი – საგარეჯოს რაიონი.
პროექტი მიზნად ისახავს:
  • განახლებადი და ალტერნატიული ენერგო-ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობას;
  • ეკო-სანიტარიისა და უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე ხელშეწყობას;
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული პირების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას;
  • მოსახლეობის შეჭირვებული ფენებისათვის საკუთარი შემოსავლების გენერირებისა და მცირე საოჯახო ბიზნესების განვითარებაზე ხელშეწყობას;
  • მდგრადი სოფლის-მეურნეობის განვითარებაზე ხელშეწყობას.
 შედეგები:
  • განხორციელდება 5 რეგიონის შესწავლა მათი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.
  • ჩატარდა 15 შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციებისათვის;
  • რაიონის მუნიციპალიტეტებში 14 ლოკაციაზე ჩატარდა 24 შეხვედრა;
  • გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნა 5 ადგილობრივი რესურს-ცენტრი, რომელიც აწარმოებს მზის კოლექტორებს;
  • 3 რესურს-ცენტრი აწარმოებს სხვადასხვა სახის ეკო-ტუალეტებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მათ მშენებლობასა და მოვლაზე. განხორციელდა 2 სასკოლო და 10 საოჯახო ეკოტუალეტის მშენებლობა.
  • პარტნიორ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ 3-დღიანი ტრენინგი EREA/PERERA-ს მეთოდით თემის მობილიზაციაზე.
  • 60 ადამიანი გაიწვრთნა RSDI რესურს ცენტრში ალტერნატიულ ენერგიებზე – ჩატარდა 6 ტრენინგი
  • ალტერნატიული ენერგიების დანერგვის შესალებლობებზე ჩატარდა 68 სემინარი და სამუშაო შეხვედრა.
  • 6 წყლის უსაფრთხოების გეგმა განხორციელდება 6 სკოლაში.
  • 28 ოჯახმა გაიუმჯობესა ცხოვრების დონეს.
  • სოფლებში მოეწყო 10 საკომპოსტე.
  • დაარსდა 5 მცირე ბიზნეს ცენტრის საქართველოს 5 რეგიონში.
  • აღმოსავლეთ საქ-ში შეიქმნა ალტერნატიული ტექნოლოგიების (მზის კოლექტორების, საჩირეების და სხვ) 1-სემი-ინდუსტრიული საწარმო
  • შეიქმნა 4 მცირე საწარმო, სადაც მზადდება ეკო-ტუალეტები, მზის კოლექტორები და საჩირეები.
  • 6 თემში ჩატარდება წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
  • მომზადდა 2 ეროვნული და 5 რეგიონალუ01რი სატელევიზიო გადაცემა, მოხდა 11 საგაზეთო სტატიის დაბეჭდვა და 8 მედია ღონისძიების ორგანიზება.
  • ჩატარდა 1 მაღალი დონის კონფერენცია, სადაც მოწვეული იყვნენ სამთავრობო უწყებებიდან (დაახ. 70 ადამიანი) დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მომზადდა 2 რეკომენდაცია განახლებად ენერგიასა და სანიტარიასთან დაკავშირებით.
გამოცემები და პუბლიკაციები:
  • „მზის კოლექტორების მშენებლობა საოჯახო პირობებში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის“;
  • „მზის ხილისა და ბოსტნეულის საშრობების მშენებლობა“;
  • „მზის კოლექტორების მშენებლობა, მონტაჟი და გამოყენება“;
  • „წყლის უსაფრთხოების გეგმის სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისათვის“ (თარგმანი);
  • „უსაფრთხო სანიტარიის სახელმძღვანელო (WECF-ის გამოცემის თარგმანი)
  • „განახლებადი ენერგიების გამოყენება საქართველოში“;
  • „უსაფრთხო სანიტარია საქართველოში“ – მშრალი ტიპის ტუალეტების გამოცდილებით;
  • „უსაფრთხო სანიტარიის განვითარების ხელშეწყობა“;
  • „ჩალის შენობის მშენებლობა და ენერგო-ეფექტური შენობები“;
  • „ალტერნატიული ტექნოლოგიები და მათი დეცენტრალიზებული განვითარება სოფლად“;
  • პოსტერი, რომელიც ასახავს ნიმუშს სოფლის მდგრად განვითარებაზე;
  •  რესურს-ცენტრების საქმიანობების ამსახველი 4 სხვადასხვა ლიფლეტი.

 

http://www.wecf.eu/english/articles/2011/01/rcda-georgiacentre.php

http://www.wecf.eu/english/about-wecf/issues-projects/projects/ela/ela.php.

http://www.wecf.eu/english/about-wecf/issues-projects/projects/reducing_hazardouschemicals.php

http://www.wecf.eu/english/articles/2010/08/Training_on_construction_of_solar_collectors_and_fruit_dryers.php

გარემო და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – წყლის რესურსებზე ფოკუსირებით

in განხორციელებული/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/პროექტები by
პროექტის სათაური: „გარემო და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – წყლის რესურსებზე ფოკუსირებით“

დონორები: შვეიცარიის ფედერალური საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, ბერნის უნივერსიატეტის გარემოსა და განვითარების ცენტრი (გგც).
პროექტის შესრულების ვადები: 01/02/2010 – 01/07/2011
პროექტის შესრულების ადგილი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – სოფ. ჰერეთისკარი.
პროექტის მიზანი:
  • საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო სოფლების დაახლოვებასა და თანამშრომლობას წყლის რესურსების დაცვისა და სწორი მართვის საკითხებში;
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხო წყლისა და სანიტარიის საკითხებში;
  • ტრანსსასაზღვრო მდინარე ალაზნის დაბინძურების შემცირებაზე ხელშეწყობას;
  • ხე-ტყის ჭრის შემცირებას მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში;
  • წყლის რესურსების უსაფრთხოების მიღწევას;
  • სასმელი წყლის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე ხელშეწყობას
პროექტის პარტნიორები:  ადგილობრივი სათემო კავშირი “ჰერეთი”
პროექტის ლოკაცია: სოფელი ჰერეთისკარი.
საქმიანობა:
  • ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრთან დაკავშირებით ყველა მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიმოხილვა;
  • სოფელი ჰერეთისკარის საწყისი სიტუაციის შესწავლა (სოციოლოგიური კვლევა);
  • მდინარე ალაზნის გეო-ეკოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვა;
  • სასწავლო -საგანმანათლებლო სემინარის ორგანიზება;
  • მიკრო პროექტების განხორციელება.
გადაიჭრა შემდეგი სახის  პრობლემები:
  • გაიწმინდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული 1400 სიგრძის საწრეტი არხი, იგი დაუკავშირდა მდ. ალაზან,ს რამაც შესაძლებელი გახადა ხელოვნურად შექმნილი ჭაობის ამოშრობა.;
  • აშენდა მშრალი ტიპის ეკოტუალეტები;
  • საწრეტი არხების გასწვრივ, მოსახლეობის მოთხოვნით, გაშენდა პაულოვნიის ხეივანი.
    პროექტის შედეგები:
  • შედგა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა;
  • ცნობიერება აუმაღლდა ადგილობრივ მოსახლეობას წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით;
  • ხელი შეეწყო საზოგადოების ჩართულობას პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში;
  • დაინერგა ახალი, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად;
  • გამოიცა ბროშურა: “ჰერეთისკარის პრობლემისა და გადაჭრის გზების შესახებ”.
გადასვლა ზემოთ