Category archive

ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა

დეგრადირებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი აქცია სამეგრელოს რეგიონში

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/სიახლეები by

ა/წ 12-13 მაისს, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,  ჯვარის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ჩატარდა დეგრადირებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალურმა კოორდინატორებმა სამეგრელოს რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წალენჯიხის გამგებელმა და სამეგრელო ზემოსვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და პედაგოგებმა.

   

ტყის აღდგენითი აქციის ფარგლებში განაშენიანდა დაახლეობით 2 ჰა ფართობი, დაირგო ადგილობრივი ტყისთვის დამახასიათებელი სახეობები. მოსწავლეებს ჩაუტარდა კვალიფიციური კონსულტაცია რგვის წესების შესახებ, რაც მათ ზედმიწევნით შეასრულეს და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს უფროს თაობასთან ერთად.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“-ფარგლებში. რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალკონსერვაციული ეკოსისტემებისა და  ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/მიმდინარე/პროექტები by
პროექტი:  ”ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში“
დონორი ორგანიზაცია: გლობალური სატყო კოალიცია,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
განხორციელების დრო: 01.06.2016 – 01.10.2017 წლები
განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები – ოკამი და საკორინთლო, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი მერჯევში.
პროექტის მიზანი: ბუნებრივი რესურსების მართვასა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში  ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის არსებული მდგომარეობის შეფასება.

“ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/ლანდშაფტური არქიტექტურა/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/პროექტები by
პროექტი: “ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა
დონორი ოგანიზაციები:  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF -ის) კავკასიის წარმომადგენლობა; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
განხორციელების დრო: 2005-2006.
პროექტის მიზანი:  კავკასიის ეკო-რეგიონში მდინარე იორის ტრანსასაზღვრო ზონაში არსებული საფრთხის წინაშე მყოფი ჭალის ტყის დაცვასა და აღდგენაზე ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები: მდინარე ივრის ტრანსსასაზღვრო ზონაში სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის “ჭაჭუნას აღკვეთილის” ჭალის ტყის ფართობის შემცირების წინააღმდეგ ბრძოლის და მისი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის (მოსწავლე -ახალგაზრდობის) ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
ჩატარებული ღონისძიებები: 
• მომზადება და დაიბეჭდა საცნობარო ბუკლეტი “ გადავარჩინოთ ჭალის ტყეები – ჭაჭუნას აღკვეთილი”.
• ჩატარდა შეხვედრები დედოფლისწყაროს რაიონის საშუალო სკოლის პედაგოგებთან, გარემოსდაცვის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობსთანა, “ჭაჭუნას აღკვეთილის” დირექციასთან წარმოქმნილი პრობლემის არსისა და მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით;
• ჩატარდა ინტერაქტიული სემინარების დედოფლისწყაროს 7 სკოლის უფროსკლასელებთან და გავრცელდა საცნობარო ბუკლეტები;
• პრობლემის ირგვლივ, მოეწყო სასკოლო კონფერენციები სამიზნე სკოლებში. კონფერენციაში გამოვლენდა გამარჯვებულთა და მოხდა დაჯილდოვება.
• მოეწყო გამარჯვებულთა სარაიონო კონფერენცია, გამოვლენა გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლა მოეწყო მათი საზეიმო დაჯილდოება სხვადასხვა საჩუქრებით.
• თეზისების სახით გამოიცა და გავრცელედა კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო ნაშრომები.
შედეგები:
• გაიზარდა დედოფლისწყაროს რაიონის სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობა სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის ივრის ჭალის ტყის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, რამაც შექმნა წინაპირობა, მომავალში აქტიურად ჩაერთონ პრობლემის მოგვარების საქმეში;
• ამაღლდა მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების დონე;
• ნაშრომების თეზისის სახით გამოცემამ ხელი შეუწყო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას მოსწავლე ახალგაზრდობისა და მათ მშობლებს შორის, რაც შესაძლებელს გახდის შემდგომშიც აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრობლემის მოგვარების საქემეში.

გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/პროექტები by
პროექტი: გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში.
დონორი ორგანიზაცია: უკრაინაში ნიდერლანდების საელჩო
განხორციელების დრო: 2004-2005
ლოკაცია: სამეგრელო, სენაკისა და მარტვილის რაიონები.
პროექტის მიზანი: საქართველოს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობების აღწერა და მათ კონსერვაციაზე ხელშეწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები:
  • მოეწყო ექსპედიცია მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით;
  • სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მონაწილეობით ჩატარდა სემინარები ქ. სენაკსა და მარტვილში;
  • ჩატარდა ეკოგაკვეთილები სენაკისა და მარტვილის სკოლებში;
  • მომზადდა სიუჟეტები სამეგრელოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა სახეობების შესახებ და გადაიცა რეგიონული ტელეკომპანიების მეშვეობით;
  • მომზადდა და საქართველოს რადიოს ეთერში გავიდა გადაცემა საქართველოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ;
  • მოეწყო სემინარი ქ. თბილისში ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პროექტის შედეგები:
  • ექსპედიციის შედეგად გამოვლინდ,ა რომ მდ. ტეხურის აუზში მცენარეთა 21 სახეობა საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს, ზოგიერთი მათგანი იშვიათია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას;
  • შემუშავდა რეკომენდაციები ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის;
  • მოხდა ამ რეკომენდაციების განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და დაევალათ შესაბამის სამსახურებს მისი შესრულება;
  • გამოიცა ბუკლეტი “მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნება”, რომელიც გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროებში.

კამპანია: შევინარჩუნოთ ბზა

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/პროექტები by
კამპანია: შევინარჩუნოთ ბზა
განხორციელების დრო:  2002, 2003, 2004, 2005 წლები.
დონორი ორგანიზაცია:  WWF კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.
თითოეული პროექტი იყო მოკლევადიანი,  მოიცავადა 1,5 თვეს და ითვალისწინებდა ბზობის დღესასწაულებისათვის  ბზის უკანონო ჭრებისEშემცირებისა და შეჩერების მიზნით კამპანიის წარმოებას.
მიზანი და ამოცანები:
  • მოსახლეობის ფართო ფენების ცნობიერების ასამაღლებლი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვას;
  • სახელმწიფო სამსახურების გააქტიურებას;
  • სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
გაწეული საქმიანობა:
  • შეხვერები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან;
  • მრგვალი მაგიდების მოწყობა ექსპერტების, საპატრიარქოს, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის მონაწილეობით;
  • საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა და გავრცელება  მოსახლეობაში;
  • საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა (შეხვედრები, საუბრები, ბუკლეტების გავრცელება) იმ რაიონებში სადაც წინა წლებში ნადგურდებოდა ბზის კორომმები;
  • საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით;
  • სახელმწიფო სამსახურების მიერ მოწყობილი რეიდების მონიტორინგი.
შედეგები:
  • ამაღლდა მოსახლეობის ეკო-ცნობიერების დონე;
  • საქართველოს საპატრიარქომ ბზობის დღესასწაულზე დაიწყო ბუნებიდან გამოტანილი ბზის ტოტების ალტერნატივის –  ქოთნის  ბზის გავრცელება.

სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/პროექტები by
პროექტი: სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება.
დონორი ორგანიზაცია: შვეიცარიის მთავრობა.
განხორციელების დრო:  1997 წელი.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • სამეგრელოს მთიანეთის ფლორის ინვენტარიზაცია (სამკურნალო მცენარეები, ბუჩქები, ბალახები);
  • რეგიონში ამ დრომდე არსებული და ახალი ინფორმაციების შეჯერების საშუალებით ბიომრავალფეროვნების არსებული მდგომარეობის დადგენა;
  • ნაკლებად შესწავლილი “ასხის” კირქვული მასივის ფლორის ინვენტირება;
  • იმ იშვიათ მცენარეთა პოპულაციების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებენ დაცვას და მათი დაცვის ღონისძიებების შემუშავება;
  • ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩაბმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში;
  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ლოკალური ეკოტოპების დაცვის გრძელვადიანი მონიტორინგის სტრატეგიული ღონისძიებების დასახვა;
  • რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივების დასახვა.
ჩატარებული საქმიანობები და შედეგები:
  • სამეგრელოს მთიანეთში, მდინატე ტეხურის აუზსა და  “ასხის” კირქვულ მასივზე მასალების აღების, ენდემების აღწერის, ლოკალური ეკოტიპების მონიტორინგის საშუალებით დაფიქსირებულ იქნა ენდმური და რელიქტური მცენარეების ზოგადი მდგომარეობა;
  • მოპოვებული ინფორმაციისა და ანალიზის შემდეგ შერცეულ იქნა ამ რაიონში ეკოტურიზმისათვის შესაფერისი ადგილები;
  • მომზადდა, გამოიცა და გავრცელდა ბროშურა: “სამეგრელოს რელიქტური და ენდემური მცენარეები”;
  • მოეწყო სატელევიზიო და რადიოგადაცემები, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური არხებით;
  • ორგანიზებულ იქნა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასან და მოსწავლე ახალგაზრდობასთან;
  • ჩატარდა სემინარი ექსპრტების, მასმედიის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მონაწილებით;
  • შემუშავდა და სახელმწიფო სამსახურებს გადაეცა “სამეგრელოს მთიანეთში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის სტრატეგია”.

წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა.

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/პროექტები by
პროექტი: წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა.
დონორი ორგანიზაცია: Ebert Foundation
შესრულების დრო:   1996
შესრულების ადგილი:    დედოფლისწყარო
პროექტის მიზანი და ამოცანები:
  • დედოფლისწყაროს რაიონში გავრცელებული იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი სახეობების (საქართველოს წითელ წიგნის მიხედვით)  დაცვაზე ხელშეწყობა.
  • დედოფლისწყაროს რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ეკოცნობიერების ამაღლება.
პროექტის საქმიანობა და შედეგები:
  • მოძიებულ და გადამუშავებულ იქნა ინფორმაციები;
  • დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურა „ წითელ წიგნში შეტანილი სახეობები“;
  • დედოფლისწყაროში დაფიქსირდა ეკოლოგიური სიტუაცია;
  • მოეწყო შეხვედრები დედოფლისწყაროს ადგილობრივი თვიოთმმართველობის და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან;
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ლექცია სემინარები თემაზე: „გადავარჩინოთ დედოფლისწყაროს რაიონში არსებული იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები (საქართველოს წითელი წიგნის მიხედვით)“.

სამყარო და მისი ბინადარნი

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/პროექტები by

პროექტი: სამყარო და მისი ბინადარნი.

 დონორი ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”.

განხორციელების დრო:  1996 წელი.

პროექტის მიზნები:  მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება.

სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/პროექტები by
პროექტი: სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ.
დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია – საზოგადოება საქართველო.
განხორციელების დრო: 1995 წელი.
პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანი იყო საქართველოში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ბიოლგიური მეთოდების დანერგვაზე ხელშეწყობა.
გადასვლა ზემოთ